გაყოფილი "ნაცმოძრაობა", ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირება და... - სკანდალები, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტს უკავშირდება
გაყოფილი "ნაცმოძრაობა", ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირება და... - სკანდალები, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტს უკავშირდება
სულ უფრო ცოტა დრო რჩე­ბა მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მუ­შა­ო­ბა 30 სექ­ტემ­ბერს შე­წყდა და რამე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი თუ არ მოხ­და, დე­პუ­ტა­ტე­ბი მე­ტად აღარ შე­იკ­რი­ბე­ბი­ან. 2016 წელს, რო­დე­საც ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა, გა­ნა­ცხა­და: "სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი 150 დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მო­მა­ვა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბას". რამ­დე­ნად გა­უ­მარ­თლა მო­ლო­დი­ნი დე­პუ­ტატ­თა კორ­პუს­მა ამომ­რჩე­ველს, ეს ცალ­კე გან­ხილ­ვის თე­მაა. ობი­ექ­ტუ­რო­ბა მო­ი­თხოვს
ით­ქვას, რომ, მი­უ­ხე­და­ვად სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი­სა, ამ მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტმა შეძ­ლო მი­ე­ღო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი და გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რაც მის ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს. ამას­თა­ნა­ვე მას და­უ­კავ­შირ­და არა­ერ­თი მას­შტა­ბუ­რი თუ შე­და­რე­ბით მცი­რე სკან­და­ლი, რო­მე­ლიც ამბები.გე-მ ერთ სტა­ტი­ად შეკ­რი­ბა.

სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას,
რომ არა მხო­ლოდ მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის ის­ტო­რი­ა­ში, არა­მედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთე­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მოდ­გა 2019 წლის 20-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცია, დე­პუ­ტატ სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის 26-ე სე­სი­ა­ზე და­სას­წრე­ბად ჩა­მო­ვი­და. 20 ივ­ნისს, სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას აღი­ა­რებს, პარ­ლა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სა­ვარ­ძელ­ში და­ნახ­ვამ ქვეყ­ნის მოქ­ლა­ქე­ე­ბის დიდი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­მა გავ­რი­ლო­ვი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბი­დან გა­ა­ძე­ვა, ასამ­ბლეა კი ჩა­შა­ლა. ქუ­ჩა­ში გა­სულ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა კი პარ­ლა­მენ­ტის წინ და­ი­წყეს შეკ­რე­ბა. ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­დად­გო­მას მო­ი­თხოვ­დნენ, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნა მოჰ­ყვა. სა­ღა­მოს­კენ ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად გამ­წვავ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შტურ­მის­კენ წა­ა­ქე­ზეს, პრო­ტეს­ტან­ტებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ან და­პი­რის­პი­რე­ბას, დარ­ბე­ვა მოჰ­ყვა.

და­შავ­და არა­რე­თი სა­მარ­თლა­დამ­ცა­ვი და და­შავ­დნენ პრო­ტეს­ტან­ტე­ბი. მაკო გო­მუ­რი - გო­გო­ნა, რო­მელ­მაც თვა­ლი და­კარ­გა, ამ აქ­ცი­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

21 ივ­ნისს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, ხოლო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გას­ცა და­პი­რე­ბა, რომ მომ­ზად­დე­ბო­და სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შე­იც­ვლე­ბო­და და უკვე 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბო­და. რო­გორ შე­ას­რუ­ლა მმარ­თველ­მა ძა­ლამ და­პი­რე­ბა, ეს კი­დევ ცალ­კე სკან­და­ლად იქცა, რა­ზეც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გი­ამ­ბობთ...

უვა­დო მო­სა­მარ­თლე­ე­ბი - ბე­სე­ლია-ზარ­დი­აშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რე­ბა

ქვეყ­ნა­ში არა­ნაკ­ლებ ხმა­უ­რი­ა­ნი და სკან­და­ლუ­რი გა­მოდ­გა სხვა­დას­ხვა ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში უვა­დო მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გამ­წე­სე­ბის პრო­ცე­სი, თუმ­ცა პარ­ლა­მენ­ტში მომ­ხდარ­მა ამ­ბებ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა და თვი­თონ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­უ­ჩი­ნა ბზა­რი. იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მიერ პარ­ლა­მენ­ტის­თვის პირ­ვე­ლად წარ­დგე­ნილ სი­ა­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მის "გამპრა­ვე­ბე­ლი" იმ­დე­ნი მო­სა­მარ­თლე აღ­მოჩ­ნდა, უმ­რავ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა ამის წი­ნა­აღ­მდეგ ხმა­მაღ­ლა გა­მოთ­ქვა პრო­ტეს­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რი აღ­მოჩ­ნდა იმ­ჟა­მად იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ეკა ბე­სე­ლი­ას გუნდთან და­პი­რის­პი­რე­ბა, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ მისი უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან წას­ვლა მოჰ­ყვა. მა­ნამ­დე კი პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე ცხრა დე­პუ­ტა­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­ნი­ხი­ლეს. "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი რა­ი­ო­ნულ და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში 2024 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე მო­სა­მარ­თლე­თა უვა­დოდ და­ნიშ­ვნის შე­ჩე­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. კა­ნონპ­რო­ექტს ხელს აწე­რენ დე­პუ­ტა­ტე­ბი: ეკა ბე­სე­ლია, ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე, ალექ­სან­დრე ერ­ქვა­ნია, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე, კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ლე­ვან კო­ბე­რი­ძე, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე და ოთარ ჩრდი­ლე­ლი. ამ პრო­ექ­ტის ჩაგ­დე­ბის შემ­დეგ ბე­სე­ლი­ას­თან ერ­თად, ამ დე­პუ­ტა­ტებ­მაც და­ტო­ვეს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთე­ლი ამ უვა­დო მო­სა­მარ­თლე­ო­ბის და­ნაშვნის ბა­ტა­ლი­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტში ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის თან­ხლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზარ­დი­აშ­ვი­ლი დღემ­დე მი­იჩ­ნე­ვა ე.წ. მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩა­ლა­ძის კლა­ნის მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­დი­ა­ტო­რად...

2019 წლის 26 სექ­ტემ­ბერს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის უჩ­ვე­უ­ლო სხდო­მა ჩა­ტარ­და - უკვე და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატ ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევრ ვანო ზარ­დი­აშ­ვილს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. სხდო­მა­ზე ეკა ბე­სე­ლი­ას გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ზარ­დი­აშ­ვი­ლის რეპ­ლი­კას - "ბე­სე­ლი­ას მო­რა­ლი" მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც მან ზარ­დი­აშ­ვილს სა­ხე­ში ხელი გა­არ­ტყა. ამ ამ­ბის მერე, მა­ლე­ვე ზარ­დი­აშ­ვილს მო­უ­წია სა­ერ­თოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა პარ­ლა­მენ­ტი... არა­ნაკ­ლებ სკან­და­ლუ­რი იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ქალ­ბა­ტონ სოფო კი­ლა­ძის მიერ ამ ამ­ბის შე­ფა­სე­ბა, რო­მელ­მაც ზარ­დი­აშ­ვი­ლი "არა­კო­რექ­ტუ­ლი მოქ­ცე­ვის მსხვერ­პლად" გა­მო­ა­ცხა­და. (იხილეთ სრულად)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები