„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძეა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.მისი თქმით, კიკაბიძე არის პატრიოტიზმისა და მოუსყიდაობის სიმბოლო და ამიტომ არის პარტიის პირველი ნომერი.„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი 10-ეული ასე გამოიყურება:1. ბუბა კიკაბიძე2. გრიგოლ ვაშაძე3. ნიკა მელია4. ხატია დეკანოიძე5. კობა ნაყოფია6. დევი ჭანკოტაძე7. ლევან ვარშალომიძე8. სალომე სამადაშვილი9. ზაალ უდუმაშვილი10. ხათუნა სამნიძე„დღეს დავარეგისტრირეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით საარჩევნო სია, ეს არის გამარჯვების სია იმიტომ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში იბრძოლებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის.ჩვენ წარმოვადგინეთ მართლაც გამარჯვების ფორმულა, გამარჯვების სია იმიტომ რომ, არ აქვს ალტერნატივა გამარჯვებას ამ არჩევნებში. ბუბა კიკაბიძე არის უშიშრობის, პატრიოტიზმის და მოუსყიდაობის სიმბოლო და სწორედ ამიტომ ბუბა კიკაბიძე არის ჩვენი სიის პირველი ნომერი. „ქართული ოცნების“ დამარცხება ამ არჩევნებში არის გარდაუვალი. ბიძინა ივანიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.