"დღეს პირველი ოქტომბერია, დღე რომელიც ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში როგორც გამარჯვების სიმბოლო"
01-10-2020
"დღეს პირველი ოქტომბერია, დღე რომელიც ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში როგორც  გამარჯვების სიმბოლო"
ვალდებულები ვართ, საქართველოს ყველა მოკავშირეს და მეგობარს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ცხოვრება",- ამის შესახებ, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბერი ქვეყნის ისტორიაში ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლოდ ჩაიწერა.

"დღეს პირველი ოქტომბერია, დღე რომელიც ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში როგორც ქართველი
ხალხის ერთობის, თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლო. 2012 წელს ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, შიშისგან, ჩაგვრისა და ძალადობისგან რომ დაგვეცვა ხალხი და ქვეყანა. დღეს, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან 8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება არ სჭირდება, სადაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო, ადამიანებს აღარ
დევნიან. სადაც ხელისუფლების შიში და ძალმომრეობა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, სადაც სახელმწიფო ადამიანისთვის არსებობს და არა პირიქით.

დღეს, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება.

რამდენადაც არასასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს, ჩვენ ვალდებულები ვართ ობიექტურად შევაფასოთ და არამარტო ჩვენს ხალხს, მთელ მსოფლიოს, საქართველოს ყველა მოკავშირეს და მეგობარს კიდევ ერთხელ მიუკერძოებლად შევახსენოთ, როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ცხოვრება, რა მემკვიდრეობა ჩავიბარეთ წინა ხელისუფლებისგან და რისი გაკეთება შევძელით",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები