"სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები?!რაც შევძელი, გავაკეთე ამ ოთხ წელიწადში" - ენძელა მაჭავარიანი მმართველი პარტიის 2020 წლის საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა
01-10-2020
"სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები?!რაც შევძელი, გავაკეთე ამ ოთხ წელიწადში" - ენძელა მაჭავარიანი მმართველი პარტიის 2020 წლის საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა
4 წელი მქონდა სრულიად სტრესული მუშაობის პირობები. რაც შევძელი, გავაკეთე ამ ოთხ წელიწადში და მიმაჩნია, რომ ახლა, პარლამენტში "ტაიმაუტი" უნდა ავიღო , - ამის შესახებ ენძელა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ ვერ მოხვდა მმართველი პარტიის 2020 წლის საარჩევნო სიაში?!

ენძელა მაჭავარიანის თქმით, მის სურვილი იყო, რომ არ ყოფილიყო მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში.

მისივე თქმით, " ქართული ოცნების" მხარდამჭერად რჩება.

"დაახლოებით 10 თვეა ვიცი, რომ არ ვარ სიაში. 4
წელი მქონდა სრულიად სტრესული მუშაობის პირობები. რაც შევძელი, გავაკეთე ამ ოთხ წელიწადში და მიმაჩნია, რომ ახლა, პარლამენტში "ტაიმაუტი" უნდა ავიღო. სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები?! როდესაც პარლამენტში შევედი, თვითონ შევთავაზე საკუთარი თავი და ახლაც თვითონვე შევთავაზე, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა დამესვენა", - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ცესკო-ში საარჩევნო სია წარადგინა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები