"დარწმუნებული ვარ, თენგიზ ცერცვაძე პაციენტებს, სახელმწიფოს და მის მინისტრს არ უღალატებს"
01-10-2020
"დარწმუნებული ვარ, თენგიზ ცერცვაძე პაციენტებს, სახელმწიფოს და მის მინისტრს არ უღალატებს"
საქართველოში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა კოვიდ19-თან მიმართებაში. ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი. დარწმუნებული ვარ, თავის პაციენტებს, სახელმწიფოს და ასევე მის მინისტრს არ უღალატებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობის დატოვებას აპირებდა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყიფოს გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობას აგრძელებს.

"დღეს მე და ბატონ თენგიზს კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ჩვენ გუშინ
გვქონდა საკორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობს კლინიკურ ჯგუფს, რის შედეგადაც დაგეგმილია, რომ ბატონი თენგიზი წავიდეს ბათუმში, რადგან იქ არის მწვავე მდგომარეობა. რამდენადაც საღამოს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბატონი თენგიზი არ ტოვებს თანამდებობას და აგრძელებს მის ღვაწლმოსილ მუშაობას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა
კოვიდთან მიმართებაში, ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი, თავის პაციენტებს, სახელმწიფოს და ასევე მის მინისტრს არ უღალატებს, დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძემ უპასუხა კითხვას, ოფიციალურად მიმართა თუ არა მას ცერცვაძემ პოსტის დატოვების შესახებ.

"მე ბატონი თენგიზი ვერ მომმართავს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რადგან არანაირი უფლება არ მაქვს დავნიშნო ან გავათავისუფლო ის თანამდებობიდან", - აღნიშნა მან.

ტიკარაძემ განმარტა, რომ მასსა და თენგიზ ცერცვაძეს შორის დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

"მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ზოგადად, არანაირი საფუძველი არ არსებობს არც ჩემი მხრიდან და დარწმუნებული ვარ, არც ბატონი თენგიზის მხრიდან იმისთვის, რომ მსგავს დაპირისპირებას საფუძველი ჰქონდეს", - განაცხადა ტიკარაძემ.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები