"ვამაყობ, რომ ჩვენი პატრიოტი ბუბა გამარჯვების სიას ჩაუდგა სათავეში" - რას წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"ვამაყობ, რომ ჩვენი პატრიოტი ბუბა გამარჯვების სიას ჩაუდგა სათავეში" - რას წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში

"ნაციონალური მოძრაობის " ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ "ფეისბუქის" პირად გვედზე ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამაოქვეყნა და დაწერა, რომ იგი გამარჯვების სიას ჩაუდგა სათავეში.

"ვამაყობ, რომ ჩვენი საამაყო ბუბა, დიდი ხელოვანი და პატრიოტი, გამარჯვების სიას ჩაუდგა სათავეში"

ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე გახდა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

მისი თქმით, კიკაბიძე არის პატრიოტიზმისა და მოუსყიდაობის სიმბოლო და ამიტომ არის პარტიის პირველი ნომერი.