"ბუბას პირველნომრობაში არის მარტივი პოლიტიკური ლოგიკა..." - კვირის პალიტრა

"ბუბას პირველნომრობაში არის მარტივი პოლიტიკური ლოგიკა..."

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ  საარჩევნო სიის პირველ ნომერად  მსახიობ და მომღერალ ბუბა კიკაბიძის დასახელებას, ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"ამ დროს ბუბას პირველნომრობაში არის მარტივი პოლიტიკური ლოგიკა. პარტიის უპირობო ლიდერია მიშა, რომელიც სიაში ვერ იქნებოდა. ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ლიდერის სიის სათავეში აღმოჩენა გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა შიგა სიტუაციის თვალსაზრისით. ამიტომ შეირჩა პირი, რომელსაც ასეთი ამბიცია არა აქვს" - წერს გია ხუხაშვილი.

"ვამაყობ, რომ ჩვენი პატრიოტი ბუბა გამარჯვების სიას ჩაუდგა სათავეში" - რას წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში

წყარო