"რატო "ნაციონალებთან"? იმიტომ, რომ მე და მიშა მეგობრები ვართ... მე რუსეთშიც მეთქმის სიტყვა, უკრაინაშიც" - კვირის პალიტრა

"რატო "ნაციონალებთან"? იმიტომ, რომ მე და მიშა მეგობრები ვართ... მე რუსეთშიც მეთქმის სიტყვა, უკრაინაშიც"

"უშეცდომოდ არ არსებობს პოლიტიკა. ჩვენ ყველა წამსვლელები ვართ", - ამის შესახებ მსახიობმა და მომღერალმა, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა.

"ჩემს შვილიშვილებს როგორ შევხედავ თვალებში მე, თუ რაღაც წვლილი არ შევიტანე ჩემი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. მე პოლიტიკაში არ მივდივარ, არ ვარ პოლიტიკოსი. ერთ-ერთი უჭკვიანესი პრეზიდენტი ამერიკის იყო მსახიობი, რეიგანი. ერთი რამ ვიცი, რომ ჩართული ვიქნები საქართველოში გაჭირვების აღმოფხვრის პროცესში.

მე მოვედი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. მიყვარს შალვა ნათელაშვილი, მამუკა ხაზარაძე, პატივს ვცემ დათო უსუფაშვილს, მიყვარს განათლებული ხალხი, ვიცნობ მშვენივრად უგულავს, ბოკერიას, ნინოს (ბურჯანაძეს), მიყვარს განათლებული ხალხი. მაგრამ რატო "ნაციონალებთან"? იმიტომ რომ მე და მიშა მეგობრები ვართ. მაგის ტოლი შვილიშვილი მყავს, მაგრამ ვმეგობრობთ.

პოლიტიკოსები ძალიან ცოტაა, მიშას ღმერთისგან აქვს ეს ნიჭი. ყოველთვის მოსდით შეცდომები პოლიტიკოსებს, ჩვენი პატარა ქვეყნისთვის მიშა დიდი პოლიტიკოსია, მიშას დროს ამაყად დავდიოდით და მსოფლიო მასზე ლაპარაკობდა.

თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ეს მთავრობაც წავიდა და ახალი მოვიდა, ჩემი გამოყენება შეუძლიათ შეხვედრებში, მე რუსეთშიც მეთქმის სიტყვა, უკრაინაშიც", - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

იხილეთ ასევე: "ბუბას პირველნომრობაში არის მარტივი პოლიტიკური ლოგიკა..."