პრეზიდენტი სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველობის მიერ ე.წ. საელჩოს გახსნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველობის მიერ ე.წ. საელჩოს გახსნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველობის მიერ ე.წ. საელჩოს გახსნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ზურაბიშვილმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.

"სირიაში ე.წ. "აფხაზეთის საელჩოს" გახსნა აგრძელებს დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. სირიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა იყო და იქნება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობილი", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

ცნობისთვის, აფხაზეთის ოკუპირებულმა რეგიონმა სირიაში ე.წ. საელჩო გახსნა. ინფორმაციას ე.წ. აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტრო" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, "საელჩოს" გახსნასთან დაკავშირებით დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთიდან ე.წ. "დელეგაცია" ჩავიდა.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა.

"ინტერპრესნიუსი"