"ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ მოწინააღმდეგებს ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ მოწინააღმდეგებს ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები"

მინდა "ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას. "ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგებს ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის ეს პროვოკაციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამბროლაურის, ონის ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, "ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში.

"ჩვენ ყველამ ერთდ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ არჩევნებში, 31 ოქტომბერს, ყველანი გავიმარჯვებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ, ყველანი ვხედავთ, როგორ ძლიერად არის დღეს "ქართული ოცნება“ წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით. მინდა "ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს. "ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგებს ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები. ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის, ქვეყნის გამარჯვებისთვის, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ ღირსეულად, მოვითმინოთ და სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯოვოთ. ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"