"ეკრანს ვუყურებ გაოგნებული-ხელისუფლებავ, რას ბედავთ!რატომ კლავთ ამ წესიერ, ასაკოვან მეცნიერს!" - რას წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ეკრანს ვუყურებ გაოგნებული-ხელისუფლებავ, რას ბედავთ!რატომ კლავთ ამ წესიერ, ასაკოვან მეცნიერს!" - რას წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში?

პოლიტიკური პარტია "კანონი და სამართალის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში ივერი მელაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ეხმაურება:

"ეკრანს ვუყურებ გაოგნებული- ხელისუფლებავ რას ბედავთ!!რატომ კლავთ ამ წესიერ ასაკოვან მეცნიერს!!მხოლოდ იმიტომ ,რომ საარჩევნოდ "ახალი საქმის შეთითხვნა გსურთ"! ამ ხელისუფლების მეხოტბეებო, ნაცნობ -უცნობებო ! მონური მორჩილება დანაშაულებრივად სამარცხვინოა!!არაფერი ღირს საამისოდ, არაფერი!"- წერს თაკო ჩარკვიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ:"ასეთი ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა და ცოცხლობდა თავისი ქვეყნის სიყვარულით"