"ბიძინა ივანიშვილმა წითელი ხაზი გადალახა, ის ამ ქვეყანაში ვეღარ დარჩება. მიმიფურთხებია ასეთ არჩევნებში გამარჯვებისთვის" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილმა წითელი ხაზი გადალახა, ის ამ ქვეყანაში ვეღარ დარჩება. მიმიფურთხებია ასეთ არჩევნებში გამარჯვებისთვის"

ბიძინა ივანიშვილმა წითელი ხაზი გადალახა, ის ამ ქვეყანაში ვეღარ დარჩება. მიმიფურთხებია ასეთ არჩევნებში გამარჯვებისთვის, მიმიფურთხებია საერთოდ ასეთი ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს"ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის"გადაცემა "360 გრადუსში"დავით გარეჯზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისფულება და ბიძინა ივანიშვილი მოღალატეა.

"ეს არაა ცხონებული ზურაბ ჟვანიას გაყალბებული საქმე, ეს არაა "ჰაკიმ ფაშას"საქმე, ესაა ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, უფაქიზესი სახელმწიფოებრივი ურთიერთობების საკითხი. ბედავს და ასეთ საზიზღრობას ჩადის ქვეყნის წინააღმდეგ. ივანიშვილს ქართული საზოგადოება ჯოხით გააგდებს ქვეყნიდან ამ საზიზღრობის გამო. მე ყოველთვის ვიყავი მომხრე, ქვეყანაში სააკაშვილიც უნდა ჩამოვიდეს, ივანიშვილმაც იცხოვროს და არავინ არ უნდა იყოს პოლიტიკურად განდევნილი, მაგრამ ამ ადამიანმა წითელი ხაზი გადაკვეთა. ესაა თავხედობის ზღვარი, პროვინციალიზმის, უგვანობის ქრესტომათიული მაგალითი. მიმიფურთხებია ასეთ არჩევნებში გამარჯვებისთვის, მიმიფურთხებია საერთოდ ასეთი ხელისუფლებისთვის, წყევლა და კრულვა არ ასცდება ივანიშვილს და მათ ვინც, მას არიან აყოლილები“,-განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

"ინტერპრესნიუსი"