"ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ქართველ კრიმინალებს პროვოკაციის მოწყობა" - რას წერს სააკაშვილი "ფეისბუკში" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ქართველ კრიმინალებს პროვოკაციის მოწყობა" - რას წერს სააკაშვილი "ფეისბუკში"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 11 ოქტომბერს საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრას აპირებს, რის შესახებაც ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ქართველ კრიმინალებს პროვოკაციის მოწყობა. სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს შეხვედრა მაინც გაიმართება.

"კვირას, დღის 2 საათზე, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს ვხვდები.

ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ.

მივიღე უამრავი რჩევა, რომ მე შეხვედრაზე მისვლისგან თავი შემეკავებინა და საბერძნეთში საერთოდ არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ხალხი ცუდად მიცნობს ვინც ამ პროვოკაციას აწყობს და ვინც ამ რჩევებს მაძლევს.

მე ყველგან მივალ სადაც ჩვენი ხალხია, რაც არ უნდა მოგვიწყონ!

ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და ჩატარდება უმაღლეს დონეზე!

სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე საქართველოში!- წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკის" გვერდზე.