"საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება" - კვირის პალიტრა

"საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება"

საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, - ამის შესახებ განცხადებასსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებების გზით მოხერხდება კონფლიქტის დარეგულირების საკითხში პროგრესის მიღწევა.

"საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას,"- ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"