"გარეჯის გაყიდვას ვინმე შეეცადოს და ბომბით გავეკიდები პირველი. "ქართული ოცნება" ცდილობს შეფუთოს, თითქოს ვინმემ გარეჯის გაყიდვა სცადა" - კვირის პალიტრა

"გარეჯის გაყიდვას ვინმე შეეცადოს და ბომბით გავეკიდები პირველი. "ქართული ოცნება" ცდილობს შეფუთოს, თითქოს ვინმემ გარეჯის გაყიდვა სცადა"

"ქართული ოცნება" ცდილობს შეფუთოს, თითქოს ვინმემ გარეჯის გაყიდვა სცადა. გარეჯის გაყიდვას ვინმე შეეცადოს და ბომბით გავეკიდები პირველი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების მიერ გარეჯის საქმის "ასე წარმოჩენით სახელმწიფო ინტერესი ზიანდება“.

"ეს არის ყურით მოთრეული წინასაარჩევნო ამბავი, რომ "ქართულმა ოცნებამ“ შეფუთოს, თითქოს ვინმემ გარეჯის გაყიდვა სცადა. გარეჯის გაყიდვას ვინმე შეეცადოს და ბომბით გავეკიდები პირველი. ვინ ეკითხება, რომელიმე ექსპერტს და კარტოგრაფს რაღაცის გაყიდვას? ამისათვის ჯერ კომისიები უნდა შეთანხმდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრეზიდენტმა ხელი მოაწერონ, პარლამენტში რატიფიცირება უნდა იყოს, ჩუმად გავყიდე საზღვარი, ასე არ ხდება.

რამდენიც გინდა ებრძოლონ სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს და რა ილეთიც გინდა გამოიყენონ, მაგრამ ქართული სახელმწიფოს ინტერესს ნუ აზიანებენ, გარეჯის ასე წარმოჩენით, აბუჩად იგდებენ საქართველოს და აჩვენებენ, რომ საქართველო არის აოხრებული ქვეყანა, რომელსაც უშიშროება საერთოდ არ ჰყავს და ერთი ბიზნესმენის იმედზე ვართ, რომ რუკას იყიდის და გვაჩუქებს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"