"მიუტევე და მიგეტევება".. შემოთავაზება მქონდა გაერთიანებული ოპოზიციიდან, რომ მათ სიაში ერთ-ერთი პირველი ვყოფილიყავი" - კვირის პალიტრა

"მიუტევე და მიგეტევება".. შემოთავაზება მქონდა გაერთიანებული ოპოზიციიდან, რომ მათ სიაში ერთ-ერთი პირველი ვყოფილიყავი"

შემოთავაზება მქონდა გაერთიანებული ოპოზიციიდან, რომ მათ სიაში ერთ-ერთი პირველი ვყოფილიყავი,- ამის შესახებ ფონდ "იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ აპირებს და საკუთარ თავს პარლამენტში ვერ ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ მხარს ყველა ოპოზიციურ პარტიას უჭერს.

"დღეს ერთადერთი რამ არის ნათელი, რომ მთავრობა არის დამღუპველი საქართველოსთვის, ამის რეზულტატი სახეზე გვაქვს - ქვეყანა ქვეყანას აღარ გავს. ამიტომ, ყველა უნდა ვიყოთ ერთად და ერთად უნდა მოვერიოთ ამ დიდ უბედურებას, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძე.

გარდა ამისა, როგორც ის აცხადებს, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე შეხვდა.

სააკაშვილის მიერ ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი ბურჭულაძემ განაცხადა: "მიუტევე და მიგეტევება“.

"იმის მიუხედავად, რომ მასზე ინტერპოლით არის ძებნა გამოცხადებული, დადის მთელ მსოფლიოში, გამოდის CNN-ზე, CBS-ზე, EURONEWS-ზე, მას ღებულობენ პრეზიდენტები სხვადასხვა ქვეყნის, მგონი, ასეთი ადამიანი დასაკარგი არ არის, მან ბოდიშიც მოიხადა, თქვა, რომ შეცდომები იყო დაშვებული.

ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები - "მიუტევე და მიგეტევება“. მეორეც ერთი, მას წარსულს ახსენებს ის ხალხი, ვინც დღეს მთავრობაშია, ვისაც არანაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი, თუ ვამბოთ სისხლიან 9 წელზე, სისხლიანი 8 წელიც არ დაგვავიწყდეს. თუ აწონით იმ სისხლს, რაც დაიღვარა მარტო 20 ივნისს, გადაწონის იმ სისხლს, რაც სააკაშვილის დროს იყო“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

"ინტერპრესნიუსი"