"ნაციონალური მოძრაობა" უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა - ბათუმელებს გუშინ ზურგში დანა ჩაარტყეს"
"ნაციონალური მოძრაობა" უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა - ბათუმელებს გუშინ ზურგში დანა ჩაარტყეს"
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ წინასაარჩევნო შეკრებას გამოეხმაურა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეგიონში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ გაუფრთხილდა.

"ყოველდღიურად ჩვენს გაოცებას ახერხებენ, როგორც იტყვიან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა...უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს, რა თქმა უნდა, ეს მათ კისერზეა. ეპიდემოლოგიურად ურთულეს გაჭირვებაში მყოფ ქალაქს და განსაკუთრებით ბათუმელებს გუშინ ზურგში დანა
ჩაარტყეს, რაც ამ ხალხმა გააკეთა. ყველას მოვუწოდებ, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე იფიქრონ და ამბიციებს ნუ გადააყოლებენ მოქალაქეების ჯანმრთელობას. მითუმეტეს, ეს მათთვის პოლიტიკურად წაგებული ბრძოლა იყო და გუშინ კიდევ ერთხელ გამყარდა. შესაბამისად, არ ღირს ადამიანების სიცოცხლის გარისკვა და ვერც ვერავის შეაშინებენ და აანერვიულებენ. 1000, 1500
თუ 2000 კაცს შეკრიბავენ რეკომენდაციების დაცვის გარეშე და რა თქმა უნდა, უკადრებელი არ უნდა იკადრო, ეს არის მთავარი, უნდა მისცე ექიმებს საშუალება, რომ გააგრძელონ მუშაობა და გადაარჩინონ სიცოცხლე",- აცხადებს რიჟვაძე.

"ინტერპრესნიუსი"




ლარა
19 ოქტომბერი 2020 06:27
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. რას წაბრძანდნენ მიტინგზე ამ გაგანია ვირუსის დროს, თანაც დისტანციის გარეშე, ხალხო რატომ რისკავთ თქვენს ჯანმრთელობას? განა ღირს რომელიმე პარტია ჩვენს ჯანმრთელობად? ხომ ხედავთ როგორ გაგიმეტეს.დროა ჭკუაზე მოვიდეთ,სანამ გვიან არ არის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები