"ნაციონალური მოძრაობა" უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა - ბათუმელებს გუშინ ზურგში დანა ჩაარტყეს" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა - ბათუმელებს გუშინ ზურგში დანა ჩაარტყეს"

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ წინასაარჩევნო შეკრებას გამოეხმაურა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეგიონში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ გაუფრთხილდა.

"ყოველდღიურად ჩვენს გაოცებას ახერხებენ, როგორც იტყვიან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა...უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს, რა თქმა უნდა, ეს მათ კისერზეა. ეპიდემოლოგიურად ურთულეს გაჭირვებაში მყოფ ქალაქს და განსაკუთრებით ბათუმელებს გუშინ ზურგში დანა ჩაარტყეს, რაც ამ ხალხმა გააკეთა. ყველას მოვუწოდებ, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე იფიქრონ და ამბიციებს ნუ გადააყოლებენ მოქალაქეების ჯანმრთელობას. მითუმეტეს, ეს მათთვის პოლიტიკურად წაგებული ბრძოლა იყო და გუშინ კიდევ ერთხელ გამყარდა. შესაბამისად, არ ღირს ადამიანების სიცოცხლის გარისკვა და ვერც ვერავის შეაშინებენ და აანერვიულებენ. 1000, 1500 თუ 2000 კაცს შეკრიბავენ რეკომენდაციების დაცვის გარეშე და რა თქმა უნდა, უკადრებელი არ უნდა იკადრო, ეს არის მთავარი, უნდა მისცე ექიმებს საშუალება, რომ გააგრძელონ მუშაობა და გადაარჩინონ სიცოცხლე",- აცხადებს რიჟვაძე.

"ინტერპრესნიუსი"