"არჩევნებამდე დარჩენილია ორი კვირა და მთელი შემართებით შევუტევთ ამ უღიმღამო მთავრობას, რომელმაც წააგო კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლა"
"არჩევნებამდე დარჩენილია ორი კვირა და მთელი შემართებით შევუტევთ ამ უღიმღამო მთავრობას, რომელმაც წააგო კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლა"
"ლელოს“ თამვჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი გუნდი თვითიზოლაციაშია, "ერთი წამით არ წყვეტენ ბრძოლას, რომ ის გაუგებრობა, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია, წარსულს ჩააბარონ".

მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ხალხი მივა არჩევნებზე და მისცემს ხმას ახალ მომავალს, “ლელოს“.

“არ ვეთიშებით საარჩევნო პროცესს, როდესაც წინააღმდეგობა ჩნდება, ჩვენი გუნდი მეტად მობილიზებული ხდება, პარტია ძალიან სერიოზულად მობილიზდა. ონლაინ, მაგრამ მაინც მე ვიქნები ჩემს გუნდთან ყველა მიტინგზე, ყველგან, სადაც ისინი იქნებიან და
ერთად დავასრულებთ იმ მმართველობას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. მათ აწყობთ, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, მაგრამ ამ კრიტიკულ მომენტში ყოველთვის ჩვენი ხალხი იჩენს კეთილ ნებას და ეს ასახულია ყველა გამოკვლევაში, რომელშიც ა
დამიანების 70% ადასტურებს, რომ არჩევნებში მიიღებს მინაწილეობას. ყველაფრის მიუხედავად, ხალხი მივა არჩევნებზე და მისცემს ხმას ახალ მომავალს, ეს კი არის “ლელო”. წარმოიდგინეთ, რომ “ლელო” არ შექმნილიყო, მაშინ არჩევანი გაკეთდებოდა ისევ ამ ძველ ორ პოლუსს შორის. ჩვენ გვაქვს “ლელოს მარშალის გეგმა”, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს მძიმე მდგომარეობიდან. ისეთ ადამიანებს უნდა დავუჭროთ მხარი, ვისაც საქმე გაუკეთებია, იცის და კომპეტენტურია“, - განაცახადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” "გამოავლინა ტიპიური აღტკინება, ვითომ მათ შეძლეს და კოვიდზე გაიმარჯვეს.

“მხოლოდ 8 ოქტომბერს გამოყვეს 48 მილიონი ინფექციურისთვის. მე ვერ გავიგე, რა არის მართვა. ამდენი სესხი რომ აიღო ხელისუფლებამ, გამოაქვეყნოს, გახარიამ ფული სად დაიხარჯა. ამ მთავრობას უნდა, ჩვენი ფულის ჭამა გააგრძელოს, ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველა დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან ერთად დავიწყებთ ქვეყნის აღორძინებისთვის მუშაობას,”- აცხადებს მამუკა ხაზარაძე, რომლის კომენტარსაც "ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები