"ყველამ საკუთარი "ღრეობები", ქორწილები, დაბადების დღეები და ნათლობები მოიკითხოს"
"ყველამ საკუთარი "ღრეობები", ქორწილები, დაბადების დღეები და ნათლობები მოიკითხოს"
"ბიძინა ივანიშვილი კრემლთან შეთანხმებულად მოქმედებს და იქიდან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ არჩევნებს წააგებს და ყველა ბინძურ მეთოდს მიმართავს ოპონენტების "ჩასაძირად".

ხატია დეკანოიძე:
- "ქართული ოცნება" ასეთივე იმედიანი იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა ყველას კარგად გვახსოვს. ბიძინა ივანიშვილი
ახლაც ცდილობს ასე გაამხნევოს თავისი მცირერიცხვოვანი ამომრჩეველი. ნახეთ, როგორი ამაზრზენია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია. რაღაც ზღაპარი მოიგონეს დავით გარეჯთან დაკავშირებით, ორი უდანაშაულო ადამიანი დააპტიმრეს და ისე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას. ბიძინა ივანიშვილს სინამდვილეში დავით გარეჯი საერთოდ არ აინტერესებს. მისი გუნდი "პატრიოტთა
ალიანსთან" ერთად მიჰყვება კრემლის პროპაგანდას. ეს არის მიზანმიმართულად გათვლილი, ჩვენი ლიდერის წინააღმდეგ. ნამდვილად არ აინტერესებთ ეროვნული ინტერესები, არც ის თუ რა მძიმე ვითარებაა რეგიონში. ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არაფერი აინტერესებს.

- დავით გარეჯთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდეც იყო. კონკრეტული ადამინების გვარ-სახელები არ სახელდებოდა, თუმცა იყო ვერსიები, რომ მაშინდელი კომისიის ქართველმა წევრმა ის დოკუმენტები მოიპარა, რომელიც სადაო ტერიტორიების საკითხს, ჩვენს სასარგებლოდ წყვეტდა.
- ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. შემიძლია გითხრათ, რაც ვიცი მე, ანუ როგორ ვითარდებოდა მთელი ამ პროცესის ანატომია. ეს საკითხი წამოწია "პატრიოტთა ალიანსმა" მაშინ როდესაც პარლამენტში დემარკაციის კომისიის მოწვევაზე იყო საუბარი. შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა დავით გარეჯში და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთა. შესაბამისად ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რასაც რუსეთი ამდენი ხნის განამვლობაში აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ.

- არიან კონკრეტული ადამიანები, მაგალითად ზვიად ძიძიგური და გიორგი ოთხმეზური რომლებიც ამბობენ, რომ მათ ახსოვთ "ნაციონალი" ლიდერების, ნინო კალანდაძისა და ნიკა რურუას განცხადებები, რომ თითქოს დავით გარეჯი არასდროს ყოფილა საქართველო.
- ჩვეულებრივი ბოდვაა. ზვიად ძიძიგურს უკვე დიდი ხანია ბოდვითი აშლილობა აქვს დაწყებული. მისი ნათქვამით "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ჩვეულებრივი ამაზრზენი საარჩევნო კამპანია, რაც ხელისუფლების დაკარგვის შიშს უკავშირდება. სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ბედი ივანიშვილის ავადმყოფურ შიშებს ეწირება.

- ფიქრობთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პროკურატურის ვერსიას, რუკების დაკარგვასთან დაკავშირებით არ დაიჯერებს?
- მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ხალხი ამ შეთხზულს დაიჯერებს. ზუსტად ვიცი, ხალხს მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას უნდა ჩამოაშოროს. ვნახოთ, რა მოხდება 31 ოქტომბერს.

- როგორ გგონიათ რა მოხდება, რა ვარაუდების საშუალებას გაძლევთ დღეს არსებული პოლიტიკური მოცემულობა?
- მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ძალადობს, ადმინისტრაციულ რესურს და დიდ ფულის ხარჯავს, მაინც განწირულია დამარცხებისთვის. ისანში მასწავლებლებზე ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას. მუნიციპალური სამსახურები ადამიანებს ემუქრებიან, პირადობის მოწმობებს ართმევენ.

- ისანში თქვენი კონკურენტი კახი კახიშვილია, რომლსაც ექსპერტები დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატია. რისთვის სჭირდება მას ასეთი "აკრძალული მეთოდების" გამოყენება?
- კახიშვილი? რომლზეც პროკურატურაში საქმეა აღძრული?

- რას გულისხმობთ?
- დიახ, წულუკიანმა 2007 წელს მის წინააღმდეგ საქმე აღძრა პროკურატურაში, კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. ასეთი კანდიდატია ძლიერი?

- სად არის ახლა ეს საქმე?
- თაროზეა შემოდებული და აშანტაჟებენ. რა გითხრათ. "ქართული ოცნება" მხოლოდ ოპონენტებს კი არა, საკუთარ ხალხსაც აშანტაჟებს. აი, ასეთი პოლიტიკური მოცემულობა გვაქვს, არჩევნებამდე სამი კვირით ადრე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ "ქართული ოცნება" მაინც ვერაფერს გახდება, თუნდაც ჩხარტიშვილის ფულით, რომელსაც ბატონი ვაშაძე ხარჯავს.

- გიორგი ვაშაძეს ისევ "ქართულ ოცნებასთან" ფარულ ალიანსში ადანაშაულებთ?
- მე არავის არაფერში ვადანაშაულებ. ხალხმა თავად განსაჯოს. მე ის ვიცი, რომ 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად ჩამოვაცილებთ ძალაუფლებას.

- ასეთ შემთხვევაში როგორი იქნება ახალი მთავრობის კონფიგურაცია?
- ეს ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დამცველთა ერთობლიობა.

- პოლიტოლოგთა და ექსპერტთა ერთი ნაწილი, ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციის ნაწილიც კი ადამიანების უფლებების ერთ-ერთ მთავარ შემლახავად თქვენს ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს...
- ვფიქრობ, რომ სჯობს, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მეტი რესურსი დახარჯონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ჩვენი ლიდერის ლანძღვასა და ბრალდებებში.

- თქვენს მიერ ბათუმში ჩატარებულმა აქციამ როგორც სხვა ოპოზიციონერი ლიდერების, ისე ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია. ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში რამდენად მართებულია ასეთი აქციის მოწყობა?
- ყველამ საკუთარი "ღრეობები" ქორწილები, დაბადების დღეები და ნათლობები მოიკითხოს. ხელისუფლებამ კი იმაზე აიღოს პასუხისმგებლობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რომ "ზედახორაა". დენდროლოგიური პარკიც არ დაავიწყდეთ. ჩვენ იმ აქციაზე, როგორც სხვა შეხვედრების დროს, მაქსიმალურად ვცდილობთ დაივიცვათ უსაფრთხოების ზომები, მათ შორის დისტანცია.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

ლალი
21 ოქტომბერი 2020 07:21
შვილი ხატია ასეთი ჯიბრიანი და გავეშებული ტონით ლაპარაკი კარგს არაფერს მოგიტანს,მე ძალიან მომწონდი,აზრი შემეცვალა,
Мао
20 ოქტომბერი 2020 12:35
Реебс бодав. Саакиано.
არდევანი
20 ოქტომბერი 2020 11:59
მთელი ცხოვრება ღრეობაში გაგაქვთ თავი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები