"ცხადი გახდა, რომ ბრძოლა ყარაბაღის დასაბრუნებლად კი არა, რეგიონში მთავარ მოთამაშედ, თურქეთის დასაბრუნებლად მიმდინარეობს"
"ცხადი გახდა, რომ ბრძოლა ყარაბაღის დასაბრუნებლად კი არა, რეგიონში მთავარ მოთამაშედ, თურქეთის დასაბრუნებლად მიმდინარეობს"
"მას შემდეგ რაც გამოიკვეთა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის უკან ისეთი დიდი მოთამაშე დგას, როგორიც თურქეთია, ცხადი გახდა, რომ ბრძოლა ყარაბაღის დასაბრუნებლად კი არა, რეგიონში მთავარ მოთამაშედ, თურქეთის დასაბრუნებლად მიმდინარეობს" - ასე აფასებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დღეს არსებულ მოცემულობას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

როგორც ექსპერტი ამბობს, მისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაზაფხულზე განახლებული კონფლიქტი ძველებურად რამდენიმე კვირაში არ ამოიწურებოდა.

რას მოუტანს კავკასიას ყ
არაბაღის კონფლიქტი, შეცვლიან თუ არა რეგიონში ძალთა ბალანსს თურქეთი და რუსეთი, როგორ აისახება კავკასიის ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე, - ამ საკითხებზე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- ბატონო მამუკა, თურქეთის მხ
არდაჭერის მიუხედავად,
თითქოს აზერბაიჯანს ვერ უნდა გაერისკა ყარაბაღის კონფლიქტის განახლება, რუსეთს მისთვის "მწვანე შუქი" რომ არ აენთო, თუმცა რუსეთს ხელს არ უნდა აძლევდეს პროცესის ასეთი განვითარება და თურქეთის გავლენის გაძლიერება კავკასიაში. რასთან გვაქვს საქმე?

- საქმეც ეს არის, ორივე შემადგენელი სახეზე გვაქვს. რასაკვირველია, ეს ოპერაცია რუსეთის ჩუმი თანხმობით დაიწყო. მოსკოვს ფაშინიანის ხელისუფლების მიმართ სერიოზული აგრესია ჰქონდა და აზერბაიჯანს "მწვანე შუქი" აუნთო. ერთხანს შუამავლის მანტიის მორგებასაც შეეცადა, გახსოვთ, ალბათ, რომ აცხადებდა, თუ საომარი მოქმედებები სომხეთში არ გადაინაცვლებს, კონფლიქტში არ ჩავერევიო. მოსკოვში მშვენივრად იციან, რომ აზერბაიჯანის მხრიდან გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება თურქეთის გამარჯვებას და რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტებას ნიშნავს. მათ მხოლოდ დროებით გაუშვეს სადავეები, შემდეგ, როგორც სჩვევიათ, უცებ გადააწყვეს სტრატეგია. ახლა ცდილობენ, ისეთი ფორმულა მიიღონ, რომ აზერბაიჯანმა წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ თურქეთმა ვერ გაიმარჯვოს.

- ამ ფორმულის რეცეპტი როგორია?
- ის, რომ აზერბაიჯანმა გარკვეული ტერიტორიები დაიკავოს, მაგრამ ვერ აიღოს სტეფანაკერტი. ანუ ყარაბაღის გარეთ მდებარე 5 რეგიონის აღება იქნება ტაქტიკური წარმატება რეგიონული მასშტაბით, და ეს არ ნიშნავს თურქეთის გამარჯვებას. ეს ნიშნავს, რომ ისევ რუსეთი მიანიშნებს, ვინ სად უნდა იყოს.

- როგორ უნდა მოახერხოს რუსეთმა, რომ სამხედრო მოქმედება იქ შეაჩეროს, სადაც თავად აწყობს?
- ძალიან რთული გასაკეთებელია, მაგრამ მგონია, რომ მაინც გააკეთებს, იმიტომ, რომ სხვა სცენარი რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. თუმცა, თუ რუსეთის პოზიცია შესუსტდება, სამომავლოდ მას მაინც მიეცემა იმის შანსი, რომ მისი, ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანა შეასრულოს და დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში ფეხი ამოუკვეთოს. თურქეთი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის დასავლეთის წარმომადგენელი, ანკარას თავისი ინტერესები აქვს. რუსეთს თურქეთთან მოლაპარაკება შეუძლია, როგორც ამას საუკუნეების განმავლობაში ახერხებდა. ახლაც გაურიგდება თურქეთს, სამაგიეროდ, შანსი მიეცემა, რომ დასავლეთსა და ამერიკას საქართველოდან ფეხი ამოუკვეთოს.

- ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება ხომ მთლიანად პროდასავლურ კურსზეა ორიენტირებული! რა გველის მაშინ, თუ რუსეთმა მოახერხა და დასავლეთსა და ამერიკას კავკასიიდან, კერძოდ - საქართველოდან ფეხი ამოუკვეთა?
- აი, სწორედ ეს არის პრობლემა. ძალიან დიდი ხარვეზები გვაქვს რეგიონული პოლიტიკის თვალსაზრისით. მხოლოდ ერთ ვექტორზე ვართ დამოკიდებული, თუ გნებავთ - ჩამოკიდებული და, შესაბამისად, მანევრირების შესაძლებლობა შეზღუდული გვაქვს. თუმცა ბოლო დროს ჩვენი ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ წარმოებულმა თავშეკავებულმა პოლიტიკამ შეიძლება გარკვეული შანსი მოგვცეს.

- ანუ ფიქრობთ, რომ დასავლეთი და ამერიკა ასე მარტივად ამოიკვეთავს ფეხს საქართველოდან და ჩვენც რუსეთის ხახაში მოვხდებით?
- რა თქმა უნდა, არ შეეგუება და უკვე არც ეგუება. ეს ჩანს კიდეც როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის, ისე - დასავლეთის სხვა ლიდერების განცხადებებიდან და პოზიციებიდან. ნატო ძალიან აქტიურად განიხილავს შავ ზღვას თავისი ინტერესების სივრცედ, ამიტომ დასავლეთი ყველანაირად შეეცდება, სიტუაცია თავის სასარგებლოდ შეცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე ხელები აქვს შეკრული. დასავლეთის ფლაგმანი ამერიკის შეერთებული შტატები არჩევნებით არის დაკავებული. სამხედრო ოპერაციის დასაწყებად თურქეთმა და აზერბაიჯანმა კარგად შეარჩიეს დრო. ვიდრე არჩევნები არ მორჩება, ამერიკის აქტიურობის ხარისხი შეზღუდული იქნება.

- იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა და დასავლეთი ამ პროცესებში არ ჩაერევა, ეს თურქეთს აძლევს ხელს თუ რუსეთს?
- ორივეს. არავის უნდა ამ რეგიონში თურქეთის გაძლიერება, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია. რადგან თურქეთის გაძლიერება რუსეთის შესუსტებას არ ნიშნავს, ამით უბრალოდ კრემლის პოზიციები შეიცვლება. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ რამდენად მოიცლის რეგიონისთვის და როგორ დალაგდება კოალიციური ჯგუფები.


ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

22 ოქტომბერი 2020 07:44
30 წელია დამოუკიდებლობას ვეძაძებით , და ჩვენი მტრებია რუსეთი ,? თურქეთი ხო გყავთ ძმადნაფიცი,მოდის 2021 წელუ და ვნახოთ ვინ დაგიდგებათ გვერდში, სახლში არ გვივარგა ხელისუფალნი და სხვიდი ქვეყნის დამყრობლობა გიკვირთ? ხო არ დაგავიწყდათ მიშას ხელისუფლება და მათი დამქაშები
პატრიოტი 2
21 ოქტომბერი 2020 10:45
რუსეთი საქართველოს N1 მტერი იყო, არის და იქნება. ყველაფერი მახარებს რაც რუსეთს დაასუსტებს!!! ძირს ფსიქოპათი
პ უ წ ი ნ ი!!!
temur
20 ოქტომბერი 2020 23:59
ჯერ სადა ხართ ვამბობდი და ვამბობ დღესაც , რო რუსეთი ჩააყენებს ჯარს გონიოში, და ახალციხეში

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები