"როდესაც 19-მძევალი გასათავისუფლებელია და "გლავ კანალის" და "პერვი კანალის" ჟურნალისტი პრემიერს დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება, ეს არის სირცხვილი"
"როდესაც 19-მძევალი გასათავისუფლებელია და "გლავ კანალის" და "პერვი კანალის" ჟურნალისტი პრემიერს დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება, ეს არის სირცხვილი"
როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, 19-მძევალი გასათავისუფლებელია და “გლავ კანალის“ და “პერვი კანალის“ ჟურნალისტი პრემიერ გახარიას დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება, ეს არის სირცხვილი, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მან დღეს ისიც განაცხადა, რომ მედიის კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

ჟურნალისტების გარდა, კობახიძემ პოლიტიკური ოპოზიციაც გააკრიტიკა.

“პოლიტიკოსების მხრიდან ათზე მეტი განცხადება გაკეთდა. ეს პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა იყო, რაც ასეთ ვითარებაში
გამაოგნებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები