"ხელისუფლებისთვის არჩევნების გადადება არის კატასტროფის ტოლფასი. კბილებით უჭირავთ ლარი. 30 მილიონი ლარი დახარჯეს, კიდევ თუ დასჭირდათ, მიაყრიან"
"ხელისუფლებისთვის არჩევნების გადადება არის კატასტროფის ტოლფასი. კბილებით უჭირავთ ლარი. 30 მილიონი ლარი დახარჯეს, კიდევ თუ დასჭირდათ, მიაყრიან"
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლებისთვის არჩევნების გადადება კატასტროფის ტოლფასია, რადგან ხვდება, რომ მარცხისთვის განწირულია. როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამისთვის ყველა ხრიკს იყენებს.

"ხელისუფლებისთვის არჩევნების გადადება არის კატასტროფის ტოლფასი. კბილებით უჭირავთ ლარი. 30 მილიონი ლარი დახარჯეს და კიდევ თუ დასჭირდათ, მიაყრიან. ასე იყო 2016 წელსაც, დახარჯეს ფული, ლარი დაიჭირეს 2.2-ზე და როგორც კი არჩევნები დამთავრდა, მომენტალურად 2.5 გახდა. მათ ახლა
იმის ძალა ჰყოფნით, როგორმე მიაღწიონ არჩევნებამდე და მთლად ჩამოშლილი არ შეხვდნენ არჩევნებს. ერთი თვითაც რომ გადაიდოს არჩევნები, დავინახავთ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იქნება ჩამონგრეული, დაიწყება ფასების ზრდა და პანდემიასაც ვერაფერს მოუხერხებენ. ამიტომ, ერთი სული აქვთ, მიხოხდნენ არჩევნებამდე, ყველა ღონეს ხმარობენ - ადმინისტრაციული რესურსი, დაშინება. ყველა ხრიკი
გამოიყენეს, ემზადებიან გაყალბებისთვის", - განაცხადა გოცირიძემ.

მისი შეფასებით, ცუდია, რომ ევროპარლამენტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიას არ გამოგზავნის. თუმცა, როგორც რომან გოცირიძემ განმარტა, ისინი ხელისუფლებას არ მისცემენ არჩევნების გაყალბებისა და მოქალაქეების ნების მიტაცების უფლებას.

"უკვე ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, აქ ცხვირს ვინ შემოყოფს. მიუხედავად ამისა, ადგილზე დამკვირვებლები იქნებიან. ყველა პარტია მობილიზებულია. სულ სხვა განწყობაა. დღეს მობილიზებულია მთელი ქვეყანა, არასამთავრობო სექტორი, პარტიები. როგორც არასდროს ჩვენ კოორდინაციაში ვართ ერთმანეთთან, საელჩოები, რომლებსაც ადგილობრივი წარმომადგენლები ჰყავთ და ის უცხოელი ორგანიზაციები, რომლებიც ვერ ჩამოდიან, მაგრამ, ადგილობრივი წარმომადგენლები უწევენ ორგანიზებას და მობილიზებას სხვა რესურსებს. ამიტომ, არ გავაყალბებინებთ, თუ გაყალბდა, ძალიან შორს გახედვა არ არის საჭირო, გავიხსენოთ ერთი თვის წინ რა მოხდა ბელარუსში და რა მოხდა ორი კვირის წინ ყირგიზეთში, არავის მივცემთ არჩევნების გაყალბებისა და მოქალაქეების ნების მიტაცების უფლებას. უკვე სხვა დროა. ლარივით გაუფასურებულია "ქართული ოცნება", დევალვაცია განიცადა პირველ 4 წელიწადში, მერე ხალხს ეგონა, ივანიშვილი რომ იხვეწებოდა თვალცრემლიანი, რაღაცას გააკეთებდა. დავინახეთ, რომ 8 წელი გავიდა და ქვეყანა უკან წავიდა", - განაცხადა გოცირიძემ.


"ინტერპრესნიუსი"
ოჰ
21 ოქტომბერი 2020 23:34
უტიფარი ნაციონალიიიიიი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები