"ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა გუშინ მედიაში, მათ შორის „გლავ კანალში“ და დღესაც გაგრძელდა, დღევანდელი ქმედებებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს" - კვირის პალიტრა

"ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა გუშინ მედიაში, მათ შორის „გლავ კანალში“ და დღესაც გაგრძელდა, დღევანდელი ქმედებებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს"

ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა გუშინ მედიაში, მათ შორის კონკრეტულ მედიაში „გლავ კანალში“და დღესაც გაგრძელდა “, -აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ზუგდიდში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ზოგიერთი მედიის ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

„რაც შეეხება მედიის პასუხისმგებლობას, ამაზე ვისაუბრე უკვე. ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა გუშინ მედიაში, მათ შორის კონკრეტულ მედიაში „გლავ კანალში“და დღესაც გაგრძელდა ეს ყველაფერი და ესაც იყო ძალიან მძიმე. დღევანდელი ქმედებებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კონკრეტიკაზე მოგვიანებით გვექნება საუბარი“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე სპეცოპერაციაზე ნებისმიერი დეტალის გამჟღავნებამ შეიძლება სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებას პრობლემა შეუქმნას.

„სპცოპერაცია რომ დასრულდება, ყველა დეტალზე გექნებათ ინფორმაცია. სწორედ იმის გამო, რომ სპეცოპერაცია არ დასრულებულა, მაგიტომ არ გაქვთ ინფორმაცია. რაც არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. როდესაც საუბარია მიმდინარე სპეცოპერაციაზე, ნებისმიერი დეტალის გამჟღავნებამ შეიძლება პრობლემა შეუქმნას ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ძალიან მარტივად არის საქმე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

"ინტერპრესნიუსი"