"ნაციონალების“ შს მინისტრი ორ გვამს ითხოვდა, ჩვენმა მინისტრმა ყველაფერი გააკეთა 43 ადამიანის უვნებლად გამოსაყვანად"
"ნაციონალების“ შს მინისტრი ორ გვამს ითხოვდა, ჩვენმა მინისტრმა ყველაფერი გააკეთა 43 ადამიანის უვნებლად გამოსაყვანად"
ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, თავდამსხმელი იქნება დაკავებული და შემდეგ ჩახედონ ჩვენმა ოპონენტებმა თავიანთ წარსულს და მინისტრ გომელაურს თვალებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, სესიაშვილი გამოეხმაურა ოპონენტების შეფასებასაც, რომელთა აზრითაც ვახტანგ გომელაური არაეფექტური მინისტრია და აღნიშნა, რომ შს მინისტრმა ყველაფერი გააკეთა, რათა ბანკზე თავდასხმისას მძევლები უვნებლად გამოსულიყვნენ.

"როდესაც შედარებას ვაკეთებთ - "ნაციონალების“
მმართველობის დროს გვყავდა მინისტრი, რომელიც ღიად, დაუფარავად ორ გვამს ითხოვდა, ჩვენ გვყავს მინისტრი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ 43 ადამიანი ძალიან რთული ვითარებიდან გამოსულიყო უვნებლად იმიტომ, რომ თავდამსხმელი იყო ძალიან კარგად მომზადებული, შეიარაღებული, ხელყუმბარა ჰქონდა გახსნილი. ვახო გომელაური არის ერთ-ერთი პროფესიონალი და გამორჩეული მინისტრი. ვერც ერთი
ჩვენი ოპონენტის პოლიტიკური კაპრიზის და ინტერესების გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. მეტიც, მან ძალიან ვაჟკაცური გადაწყეტილება მიიღო, როდესაც სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩაანაცვლა მძევლებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო. თუ ვინმე ამბობს, რომ ვახომ არასწორად იმოქმედა, მაშინ პასუხისმგებლობა აეღო იმაზე, რომ სპეცოპერაციისას ვინმე დაიღუპებოდა. ამას ვერ ხვდებიან.

უტიფრობაა, როდესაც ადამიანი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს და ამას მარტივ გზას უწოდებ. ამ ოპერაციას, რასაც მძევლების გათავისუფლება ერქვა, ამას სჭირდება პირველი - პოლიტიკური ნება, მეორე- პროფესიონალური მიდგომა, მესამე არის ის, რომ სპეცოპერაცია არ დასრულებულა. ეს ოპერაცია გრძელდება“, - განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას და შეკითხვას, იმყოფება თუ არა თავდამსხმელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სესიაშვილი ამბობს, რომ როგორც კი დამნაშავე გაიგებს, რომ იდენტიფიცირეულია, სახიფათო იქნება, ამიტომ მოუწოდებს ყველას, პარალელური გამოძიება შეწყვიტონ.

"რამდენადაც თავდამსხმელი მზად იყო თავისი სიცოცხლე გაეწირა და დაეხოცა მძევლები, ეს ადამიანი არის ძალიან სახიფათო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი იცის, ვიდრე რომელიმე თქვენგანმა და მათ შორის, აქვთ საკმარისზე მეტი ტექნიკური საშუალება, რომ ამ პირის ადგილსამყოფელის დადგენა მოახდინონ. მოგიწოდებთ, გაეშვათ პარალელურ გამოძიებას. როგორც კი გაიგებს ეს პირი, რომ იდენტიფიცირებულია, ძალიან მაღალი რისკია, რომ სხვა დანაშაულზე წავიდეს. მითუმეტეს, ვხედავდით, რომ ყველაფერს აკეთებდა ეს ადამიანი, რომ მისი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო, რათა საკუთარი სცენარით წასულიყო. როგორც კი ცნობილი გახდება, არის თუ არა იდენტიფიცირებული, ის სახიფათო იქნება, რამდენადაც მას არანაირი გზა არ ექნება და ეს საშიშია“,- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს ორი დღის წინ დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

"ინტერპრესნიუსი"
არა ქოცს! არა ნაცს!
24 ოქტომბერი 2020 14:02
ის ყაჩაღი ყოფილა სიტყვის კაცი რომ სისხლი არ დაღვარა,თქვენ ყველანი გადამგდებები ხართ! და ნუ ყობთ ქვეყანას ნაცებად და ქოცებად!
ZSS
24 ოქტომბერი 2020 00:26
Rogorc minimum briyvuli shedarebaa, faqtia rom operacia sustad chatarda. Arc snaiperebi, arc danomrili kupiurebi, arc vertmfrenebi mzadkofnashi. Kargia rom aravin dashavda tumca zalian cudi precendenti sheiqmna romelic sheizleba gadamdebi gahdes. Nu dagavickdebat rom biujetidan banditze gacemuli tanha sahelmcifos sheezlo ufro ketilshobili miznebisatvis gamoeyenebina (((

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები