"საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის"
23-10-2020
"საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის"
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის, გენერალ-ლეიტენანტის ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, მაშინ როდესაც, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰოჯესმა ამის შესახებ კიევის ფორუმში მონაწილეობისას განაცხადა, რომელიც უსაფრთხოება-2020-ს ეძღვნებოდა.

„მჯერა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი სწორედ ახლა. უკრაინას ამისთვის დასჭირდება გაცილებით მეტი დრო“, - აღნიშნა ჰოჯესმა.

ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ბოლოს და ბოლოს შეუერთდება ალიანსს, „როგორც ამის შესახებ წლების წინ პრეზიდენტმა
ბუშმა განაცხადა“.

მანვე დასძინა, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ უნდა გაიაროს ცოტაოდენი გზა და განაგრძოს ძალისხმევა, რათა გააძლიეროს ალიანსში მისი ინტეგრაცია.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?