"ივანიშვილი დიდი გაყალბებისთვის ემზადება"
23-10-2020
"ივანიშვილი დიდი გაყალბებისთვის ემზადება"
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დიდი გაყალბებისთვის ემზადება, ხოლო ქართველი ხალხი დიდი გამარჯვებისთვის. როგორც მან ქუთაისში მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის წარდგენაზე ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ხელისუფლებას არაფერი ახლის შექმნა არ შეუძლია, სამაგიეროდ გაფუჭებაში ბადალი არ ჰყავს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" სამარცხვინო ნიმუშად რჩება გელათის მონასტრის ამჟამინდელი მდგომარეობა.

"ახლოვდება და იწყება დიდი ნაციონალური ტალღა. ეს არის აღმშენებლობის ტალღა, ჩემთვის მათ სამარცხვინო ნიმუშად რჩება ჩვენი სათაყვანებელი გელათი, არაფერი
ახლის შექმნა და გაკეთება არ შეუძლიათ, სამაგიეროდ გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ. გელათის ცინკის სახურავი, ასევე ძროხებით შემორტყმული საქართველოს და არა ქუთაისის პარლამენტი, უამრავი სხვა მიშვებული, ჩამოძენძილი პროექტები, მათ შორის წყალტუბოში მსოფლიო კლასის სასტუმროები. რუდუნებით, მთელი მსოფლიო მოვიარე და ვთქვი, რომ სწორედ ქუთაისიდან იქნებოდა ყველაზე
მაგარი სასტუმროები მსოფლიოში. ახლა ყველაფერი არის დანგრეული, გაჩერებული, ყველაფერი არის ამ 8 წლის უძრაობის სიმბოლო. ჩემთვის არის მხოლოდ ერთი ამბიცია - აღმშენებლობა, სწრაფი წინსვლა. მინდა ბოდიში ხელახლა მოგიხადოთ იმის გამო, რომ ამ დღეში აღმოვჩნდით, რადგან მეც ვხედავ ამაში ჩემს პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ 8 წელი, რომელიც დავკარგეთ, უნდა ავინაზღაუროთ მაქსიმუმ 2 წელიწადში, რადგან 4-ჯერ, 5-ჯერ მეტი სისწრაფით უნდა ვაკეთოთ ყველაფერი და ეს ასეც იქნება",-განაცხადა საკააშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

"რა თქმა უნდა, ისინი ყველანაირ ხრიკებს ამზადებენ, ივანიშვილი დიდი გაყალბებისთვის ემზადება, ხოლო ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებისთვის. პარტიებზე კი არ არის საუბარი, საუბარია საქართველოს ყოფნა-არყოფნაზე",-განაცხადა სააკაშვილმა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?