"როგორც მტერი ვერ იღებდა გორის ციხეს, ისე ვერ აიღებს ოლიგარქია ქართველ ხალხს - ერთი ადამიანი ამ ქვეყანას ფაშად ვერ მოაჯდება"
"როგორც მტერი ვერ იღებდა გორის ციხეს, ისე ვერ აიღებს ოლიგარქია ქართველ ხალხს - ერთი ადამიანი ამ ქვეყანას ფაშად ვერ მოაჯდება"
როგორც მტერი ვერ იღებდა გორის ციხეს, ისე ვერ აიღებს ოლიგარქია ქართველ ხალხს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში ბადრი ბასიშვილის წარდგენისას განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, 31 ოქტომბერს ოპოზიცია ხალხთან ერთად გაიმარჯვებს .

"ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ღირსება არის ის, რომ მილიარდერია და ბევრი ფული აქვს. ის ვერ დაამარცხებს ნამდვილ და ღირსეულ ქართველ ერს. როგორც მტერი ვერ იღებდა გორის ციხეს,
ისე ვერ აიღებს ოლიგარქია ქართველ ხალხს. რატომ? არა იმიტომ რომ ბევრნი ვართ, არა იმიტომ რომ ჩვენი ძალა სიმრავლეშია, ესაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მართლები ვართ, ისტორიის სწორ მხარეს ვართ, ისტორიის სწორ მხარეს არის ქართველი ერი! დედები, მამები, შვილები და შვილიშვილები. იქით მხარეს,
მხოლოდ ფული შრიალებს მეტი არაფერი. არანაირი იდეა, ხედვა და შეხედულება უკეთეს ხვალინდელ დღეზე. არაფერი მსგავსი არ არსებობს! ჩემო, მეგობრებო, 1 კვირა დარჩა, ძალიან გთხოვთ, "წყალში უნდა ჩავდგეთ", ერთი კვირა მაქსიმალურად მოვინდომოთ, მაქსიმალური მობილიზაცია, "ქუდზე კაცი" და 31 ოქტომბერს ერმა უნდა გაიმარჯვოს. ოპოზიცია გაიმარჯვებს ხალხთან ერთად. გამარჯვებისთვის ვართ განწირულები, ამ ქვეყანას არ უწერია მარცხი! ჩვენი წინაპრების დაღვრილი სისხლი, შეწირული სიცოცხლე არ ჩაივლის უკვალოდ. ერთი ადამიანი ამ ქვეყანას ფაშად ვერ მოაჯდება, გამორიცხულია!" -განაცხადა ნიკა მელიამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები