"საქართველოში დაბრუნდა ყველაზე მძიმე კითხვა შევარდნაძის დროინდელი წარსულიდან - გვეშველება რამე?!"
"საქართველოში დაბრუნდა ყველაზე მძიმე კითხვა შევარდნაძის დროინდელი წარსულიდან - გვეშველება რამე?!"
საქართველოში დაბრუნდა დრო, როდესაც მშობლებს საკუთარი შვილის ქუჩაში გაშვება ეშინიათ, დაბრუნდა უიმედობა და ყველაზე მძიმე კითხვა შევარდნაძის დროინდელი წარსულიდან - „გვეშველება რამე?!“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ზუგდიდის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ 31 ოქტომბერს მოსახლეობა არ წავა არჩევნებზე, „ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი წელი ვიქნებით უიმედობაში, სიღარიბეში, გაჭირვებასა და ტყუილში“.

,,დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ვართ შეკრებილი, ასევე ძალიან ბევრი ვიყავით გუშინ ქუთაისში, გუშინწინ გურიაში,
ყოველდღე გვემატება ხალხი, ძალა და ენერგია. 31 ოქტომბერს ყველა ვიბრძვით გარდამტეხი ცვლილებებისთვის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ბრძოლა არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა გ
არდამტეხი ცვლილებებისთვის საქართველოში, რომელიც უნდა მოიტანოს „ევროპულმა საქართველომ“.

დღეს ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე კრიზისში, საქართველოში არის ათეულობით ათასი ოჯახი, სადაც არცერთი ადამიანი არ მუშაობს და ხელფასი არ შედის, რომლის საარსებო წყაროსაც შეადგენს მხოლოდ პენსია და სოციალური დახმარება. საქართველოში არის ათეულობით ათასი პენსიონერი, რომელსაც თვიდან-თვემდე საკუთარი პენსია წამლის საყიდლად არ ჰყოფნის. საქართველოში დაბრუნდა დრო, როდესაც მშობლებს საკუთარი შვილის ქუჩაში გაშვება ეშინიათ, დაბრუნდა უიმედობა და ყველაზე მძიმე კითხვა შევარდნაძის დროინდელი წარსულიდან - „გვეშველება რამე?“ ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ცვლილებების მომენტი არის 31 ოქტომბრის არჩევნები.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა ცვლილებების თუ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ცხოვრება, განსხვავებით ბევრი სხვა პარტიისაგან ჩვენ არ გვაქვს კეთილი სურვილების ჩამონათვალი. ჩვენ ვართ ის პარტია რომელსაც არც დღევანდელი ჭაობი უნდა, არც უკან დაბრუნება უნდა, მივდივართ 2021 წლისკენ და ეს წელი უნდა იყოს უკეთესი ვიდრე ყველა წინა წელი“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
ალექს
26 ოქტომბერი 2020 11:56
ესენი პატივცემულო ხმების წყაროებო , დემოკრატიის ხის ფოთლები, ყლორტები და რტოებია, აი ვარჯი და ფესვი ედუარდ ამბროსიჩი და მისი კლანია !
maxo
25 ოქტომბერი 2020 23:50
არასოდეს უკეთესობა არ იქნება საქართველოში,უკვე 30წელია ერთმანეთს ჭამთ სკამისა და პარლამენტში ყოფნით,ხალხზე არც გიფიქრიათ და არც არასოდეს არ იფიქრებთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები