"რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი"
"რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი"
"ქართული ოცნება - დემოკრატიული სქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაციების რისკი. მისივე განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ "რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“ ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის "დიფ ფეიკი“. კობახიძის განმარტებით, ამგავარი პროგრამების მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. მან ამომრჩეველს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა, რათა ისინი დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.

"დაიწყო ბოლო საარჩევნო კვირა, არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე დღე და ძალიან მნიშვნელოოვანია ამ
დღეების განმავლობაში, შევინარჩუნოთ კონსტრუქციული და მშვიდი საარჩევნო გარემო. ბუნებრივია, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაცვიების რისკი და უსათუოდ მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობა, მათ შორის, რუსული რესურსის გამოყენებით, რისი მომსწრე ჩვენ გავხდით გუშინ "ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილ ერთ-ერთ ტელეარხზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, თავი შეიკავონ
იმგვარი ქმედებებისგან, რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე. ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა. ამომრჩეველს ვთხოვთ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიებითა თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმვლობაში დღითი დღე იზრდება. გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის, მაგალითად, "დიფ ფეიკი“, შეგახსენებთ, რომ ამგავარი პროგრამების მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს. მიზანი არის მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება უკვე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. ვიცით ზოგადი განზრახვის შესახებ, თუმცა მეტი კონკრეტული დეტალი არ ვიცით,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები