"29 ოქტომბერს თბილისში არის ძალიან დიდი აქცია. თბილისის ეს აქცია არის გამაფრთხილებელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ" - კვირის პალიტრა

"29 ოქტომბერს თბილისში არის ძალიან დიდი აქცია. თბილისის ეს აქცია არის გამაფრთხილებელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 29 ოქტომბერს თბილისში აქცია გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 29 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის გამაფრთხილებელი იქნება.

" 29 ოქტომბერს თბილისში არის ძალიან დიდი აქცია. თბილისის ეს აქცია არის გამაფრთხილებელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ არ გაბედოს ის, რასაც აპირებს. ამიტომ გთხოვთ თბილისელებს, გამოვიდეთ და გავაფრთხილოთ ეს ადამიანი" , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განაცხადა: „ერთდღიან აეროპორტს გიხსნით ჭორვილაში გაზპრომში გასაფრენად“.

"ინტერპრესნიუსი"