"კალაძის ნამუსზე იყოს...ივანიშვილმა მითხრა, რომ..." - სოსო ჯაჭვლიანი "ქართულ ოცნებას" ტოვებს?
"კალაძის ნამუსზე იყოს...ივანიშვილმა მითხრა, რომ..." - სოსო ჯაჭვლიანი "ქართულ ოცნებას" ტოვებს?
მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ტოვებს. ჯაჭვლიანიც თქმით, ის ვერ იქნება ზონდერ ბრიგადის წევრი.

მან ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფედერაციაში ჩამოყალიბდა "ზონდერ ბრიგადა, რომელიც სპორტსმენებს ატერორებს".

მისივე თქმით, ამის თობაზე ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა.

"კახა კალაძემ ხომ თქვა, არ ვიცი, სოსო ჯაჭვლიანი ჩვენი გუნდის წევრი არის თუ არაო, ეს მის ნამუსზე იყოს. დღეიდან, ამ წუთიდან "ქართული ოცნების წევრი მე არ ვარ. იმ ზონდერ ბრიგადის
წევრი ვერასდროს ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. ეს რეჟიმია აბა რა არის?

ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ ფედერაციის საქმეებში ჩვენ ვერ ჩავერევითო. ჩარევა კი არა, გააჩერეთ ეს ხალხი, რომ სიმართლე დავამტკიცო. ყველა გავაფრთხილე, კალაძე არ მხვდება. ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ
რეჟიმია. ეტყობა, უნდათ, რომ ეს ზონდერ ბრიგადა, რომელიც შემომივარდა გამოიყენონ, ხალხის დასაშინებლად. ისინი მთელ ჩვენს სპორტსმენებს ატერორებენ. გადაწყვეტილი აქვთ, რომ მოაწყონ სამინისტროსთან მიტინგი, რომ სოსო ჯაჭვლიანი წავიდეს ფედერაციიდან. ვაცხადებ, რომ არანაირი დანაშაული არ მაქვს, ყველაფერი სახეზეა",- განაცხადა ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში.

ცნობისთვის, 17 ოქტომბერს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა.

სხდომა "ბომონდ გარდენში" იყო დანიშნული, სადაც მისულ რამდენიმე ათეულ სპორტსმენს ადგილზე დაცვა დახვდა და სხდომაზე არ უშვებდა. მკლავჭიდელებმა სხდომაზე შესვლა მაინც შეძლეს, სადაც ფედერაციის პრეზიდენტთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისინი სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდებდნენ, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს, ასევე ისროლეს კვერცხები.

სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებდნენ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები