"კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მაგრამ არარაობა აღმოჩნდა"
"კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მაგრამ არარაობა აღმოჩნდა"
კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მცოდნე იურისტია, მაგრამ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, არარაობა, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" მმართველი გუნდის წევრების შეფასებისას "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანზე ირაკლი კობახიძეზე განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, თუ როგორ დააგროვა ბიძინა ივანიშვილმა მისი ქონება, ირაკლი კობახიძე "გლავკანალსა" და "პერვი კანალზე" არ უნდა საუბრობდეს.

"შეხედეთ კადრები, ვინ არიან, ვინ მართავს ქვეყანას? კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მცოდნე იურისტია, მაგრამ
აღმოჩნდა, სამწუხაროდ, არარაობა, რომელიც ისე გადაირია თანამდებობის გამო და ამ დროს არ უნდა გადარეულიყო წესით, ნორმალურ ოჯახშია გაზრდილი. ასე რატომ უნდა გადაირიო? ასე რატომ უნდა შეაძულო ყველას თავი? ასეთი ცინიკური რატომ უნდა იყო და მერე გეყოს ჭკუა და "გლავკანალსა" და "პერვი კანალს" რომ ამბობ, ივანიშვილმა
სად იშოვა მილიარდები, ბაბუამისმა დაუტოვა ? არ ვიცით სად იშოვა? არ ვიცით 2012 წელს ასობით მილიონი როგორ წამოიღო რუსეთიდან ? ამ პირობებში "გლავკანალი" და მსგავსი სხვა რაღაცებს გვახსენებს, გაჩუმდე ჯობია," - განაცხადა ბურჯანაძემ.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები