"პოლიციამ კონკრეტული დავალება მიიღო, რომ წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო" - რა კომენტარი გააკეთა პრემიერმა ზუგდიდის სპეცოპერაციაზე?
27-10-2020
"პოლიციამ კონკრეტული დავალება მიიღო, რომ წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო" - რა კომენტარი გააკეთა პრემიერმა ზუგდიდის სპეცოპერაციაზე?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" განხორციელებული თავდასხმისას პოლიციელებმა მიიღეს პირდაპირი დავალება რომ "წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო", რაც მათ პირნალთად შეასრულეს.

პრემიერის თქმით, მცდარია ინფორმაცია, რომ საქართველოში ყაჩაღობების ფაქტი ყოველდღე ხდება.

"საერთოდ, პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავენ და ჯანმრთელობას.

როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგი
ტელევიზია ან პოლიტიკოსი ცდილობს დააკონვენტიროს პოლიტიკურ შედეგებში ის პრობლემები, რომლებიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ამორალურია.

საქართველოში დღეის მდგომარეობით, როდესაც ამბობთ, რომ ყოველდღეა ყაჩაღობები, სიცრუეა.

სპციალურ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტ
რომ და საქართველოს პოლიციამ იმ დღეს კონკრეტული დავალება მიიღო, კონკრეტული დავალება იყო ის რომ წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს. ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს შეასრულეს პირნათლად. ოპერატიული სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება",-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თვის კითხვადი სტატიები