"არ მჭირდება კვლევები. "ქართული ოცნების" მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ"
27-10-2020
"არ მჭირდება კვლევები. "ქართული ოცნების" მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ"
"ქართული ოცნების" მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ. ამას გრძნობენ ჩვენი ოპონენტებიც და აქედან არის ის ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რაც გვესმის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "Survation"-ის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 31 ოქტომბერი არამხოლოდ "ქართული ოცნების", არამედ საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება იქნება.

"მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ფრთხილი რიცხვებია. რასაც მე ვმოგზაურობ და 2 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა, უკვე არ მჭირდება ეს
კვლევები, ვგრძნობ, რომ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ. ამას გრძნობენ ჩვენი ოპონენტებიც და აქედან არის ის ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რაც გვესმის და რასთან ერთადაც შეგუება და ცხოვრება მოგვიწევს ოთხი დღის განმავლობაში.

საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველის. მინდა კიდევ
ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს წყანარად, მშვიდად, სამართლიანობის და ღირსების უმაღლესი სტანდარტებით მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენ აზრი და ეს იქნება არამხოლოდ "ქართული ოცნების" არამედ საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთივს, Survation-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ? "ქართულ ოცნებას" - 55% ასახელებს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 22 %, "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს" - 5%, "ლელოს" - 4%,

"ევროპულ საქართველოს" - 4%, "პატრიოტთა ალიანსს" - 3%, "გირჩს" - 2%, ხოლო "ლეიბორისტული პარტიას" -2%.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თვის კითხვადი სტატიები