"უნდა შეეგუოთ იმას, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ" - გიორგი გახარია ოპოზიციას მიმართავს - კვირის პალიტრა

"უნდა შეეგუოთ იმას, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ" - გიორგი გახარია ოპოზიციას მიმართავს

უნდა შეეგუოთ იმას, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ, თან დამაჯერებლად იმარჯვებს "ქართული ოცნება",-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მან ოპოზიციას ურჩია, 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მარცხს საკუთარი მომავალი არ გადააყოლონ.

"მესმის მეგობრებო, რომ 3-4 დღეში არჩევნები იქნება. უნდა შეეგუოთ იმას, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ, თან დამაჯერებლად იმარჯვებს "ქართული ოცნება". შესაბამისად, ამ არჩევნებში დამარცხებას არ გადააყოლოთ თქვენი მომავალი, რადგან იცოდეთ, რომ მოსახლეობა ყველაფერს ხედავს. საბოლოოდ, შეფასება უკიდურესად მკაცრი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ",-განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"