"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წყალტუბოსა და სამტრედიაში "ნაციონალურ მოძრაობას" უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვა პარტიებს" - კვირის პალიტრა

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წყალტუბოსა და სამტრედიაში "ნაციონალურ მოძრაობას" უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვა პარტიებს"

თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ წყალტუბოსა და სამტრედიაში „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ პარტიას. მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემი კანდიდატურა ყოფილიყო წარდგენილი ამ რეგიონში, ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ალბათ ისიც იყო, რომ მე უფრო მეტი ხმა მექნებოდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

მისივე თქმით, „წინასაარჩევნო პროცესი წყალტუბოში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ვანში - სუს-ის სიო დაჰქრის და სამტრედიაში ხელების გადაგრეხვა მიდის“.

"წყალტუბოში ყველაფერი მშვიდ გარემოში მიდის. ოპოზიციის წარმომადგენლებს არ განვიხილავ როგორ კონკურენტებს.

რაც შეეხება ვანს, იქ მძიმე სიტუაციაა, რადგან იქ სუს-ის სიო უკვე დაჰქრის. სუს-ის მობილიზება იქ უკვე არის და არა მხოლოდ იქ, სუს-ის ხელმძღვანელი იმდენად აქტიურობს, სამტრედიაშიც რეკავს, რომ დაეხმარონ. სამტრედიაში არის ძალიან დაძაბული ვითარება და როგორც ჩანს ჩვენი ინფორმაციით, რაღაც კვლევები აქვთ და ისინი არ ელოდნენ ამ შედეგებს. ასევე მობილიზებაა მასწავლებლების და უნდა გავიხსენოთ, რომ ხონშიც გახსოვთ, როგორ იაქტიურა განათლების მინისტრმა და კონსპირაციულ შეხვედრებს უწყობს ჩემს კონკურენტს მასწავლებლებთან. ახლა ხელების გადაგრეხვა მიდის სამტრედიაში", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

"ინტერპრესნიუსი"