"ლელო" არ მოუშვებს ძველ ხელისუფლებას სათავეში და ახლანდელს გაისტუმრებს" - კვირის პალიტრა

"ლელო" არ მოუშვებს ძველ ხელისუფლებას სათავეში და ახლანდელს გაისტუმრებს"

“ლელო“ იმისთვის არ შექმნილა, რომ რევანშით მოვიდეს - “ლელო“ შეიქმნა, რომ ქართული საზოგადოება გააერთიანოს, უახლოეს ოთხ წელიწადში ქვეყანა გამარჯვების გზაზე გაიყვანოს და საქართველო ლიდერი ქვეყანა გახადოს, - ამ სიტყვებით საკუთარ მხარდამჭერებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ შემაჯამებელი აქციაზე “ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა. ხაზარაძემ ღონისძიებაზე შეკრებილებს მოუწოდა, რომ სწორედ ახლა სჭირდებათ ერთიანობა, რადგან თითოეული ხმა არის გადამწყვეტი. “ლელო" არის პარტია, რომელიც დაკომპლექტებულია ახალი, ენერგიული, პროფესიონალი, გულანთებული პატრიოტი ქართველებით. “ლელო“ არის გუნდი, რომელსაც არსებულ რეალობაში ცხოვრება არ უნდა, არ მოუშვებს ძველ ხელისუფლებას სათავეში და ახლანდელ ხელისუფლებას გაისტუმრებს. “ლელო“ არის ნამდვილი ალტერნატივა, რომელიც საქართველოს გამარჯვების გზაზე დააყენებს. მოდით არჩევნეზე! დიდია ქვეყნის გადარჩენის იმედი. ეს იმედი თქვენს არჩევანზე და ატიურობაზე გადის. ძალიან ახლოს არის ის დღე, როცა ქვეყანა დემოკრატიის, ევროპული განვითარების, ეკონომიკური აღმავლობის გზას დაადგება“, - მიმართა მხარდამჭერებს მამუკა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"