"ლელო" არ მოუშვებს ძველ ხელისუფლებას სათავეში და ახლანდელს გაისტუმრებს"
"ლელო" არ მოუშვებს ძველ ხელისუფლებას სათავეში და ახლანდელს გაისტუმრებს"
“ლელო“ იმისთვის არ შექმნილა, რომ რევანშით მოვიდეს - “ლელო“ შეიქმნა, რომ ქართული საზოგადოება გააერთიანოს, უახლოეს ოთხ წელიწადში ქვეყანა გამარჯვების გზაზე გაიყვანოს და საქართველო ლიდერი ქვეყანა გახადოს, - ამ სიტყვებით საკუთარ მხარდამჭერებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ შემაჯამებელი აქციაზე “ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა. ხაზარაძემ ღონისძიებაზე შეკრებილებს მოუწოდა, რომ სწორედ ახლა სჭირდებათ ერთიანობა, რადგან თითოეული ხმა არის გადამწყვეტი. “ლელო" არის პარტია, რომელიც დაკომპლექტებულია ახალი, ენერგიული, პროფესიონალი, გულანთებული პატრიოტი ქართველებით. “ლელო“ არის
გუნდი, რომელსაც არსებულ რეალობაში ცხოვრება არ უნდა, არ მოუშვებს ძველ ხელისუფლებას სათავეში და ახლანდელ ხელისუფლებას გაისტუმრებს. “ლელო“ არის ნამდვილი ალტერნატივა, რომელიც საქართველოს გამარჯვების გზაზე დააყენებს. მოდით არჩევნეზე! დიდია ქვეყნის გადარჩენის იმედი. ეს იმედი თქვენს არჩევანზე და ატიურობაზე გადის. ძალიან ახლოს არის ის დღე, როცა ქვეყანა
დემოკრატიის, ევროპული განვითარების, ეკონომიკური აღმავლობის გზას დაადგება“, - მიმართა მხარდამჭერებს მამუკა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები