"თბილისი თბილისელებისთვის ხდება ძალზედ კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად"
"თბილისი თბილისელებისთვის ხდება ძალზედ კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად"
თბილისი თბილისელებისთვის ხდება ძალზედ კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამგორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სოზარ სუბარის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მოქალაქეებზე ზრუნვა არის ის, რაც მმართველ გუნდს ოპონენტებისგან განასხვავებს.

"ნათელია და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი დედაქალაქი თბილისი მშვენიერდება. თბილისი აშკარად ვითარდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისი თბილისელებისთვის ხდება ძალზედ კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად. ამასაც თავი რომ დავანებოთ, თბილისელები დღეს ზრუნვას გრძნობენ. მათზე
ზრუნავს მთავრობა და რა თქმა უნდა, მერია. ამისთვის მინდა თბილისის მერს მადლობა ვუთხრა. ეს ზრუნვა ყველაზე დიდი მახასიათებელია, რაც ჩვენ განგვასხვავებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და ვხედავთ, რომ უჩვეულო გარემოში ვართ, უჩვეულო გარემოში ვატარებთ საარჩევნო კამპანიას ნიღბებით, პირბადეებით, დისტანციით, ესეც
ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი თანამოქალაქეების, მეზობლების და ნათესავების წინაშე, განსაკუთრებით კი ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების წინაშე, მაგრამ, მთავარი პასუხისმგებლობაა ჩვენი მომავლის წინაშე. ჩვენ, გარდა იმისა, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უნდა გადავარჩინოთ თითოეული სამუშაო ადგილი", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, რისთვისაც გეგმა შემუშავებულია.

"ჩვენ ევროპულ დონეზე უნდა მოვიყვანოთ გზები, სკოლები, ბაღები, წყალმომარაგება, ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაუახლოვდეს ელემენტარულ ევროპულ სტანდარტებს. ეს უნდა გავაკეთოთ და ამის გეგმა გვაქვს უახლოეს 4 წელიწადში", - განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები