"ირაკლი კობახიძემ სიბრიყვის "ჯეკპოტი" მოხსნა"
"ირაკლი კობახიძემ სიბრიყვის "ჯეკპოტი" მოხსნა"
კობახიძემ მოხსნა სიბრიყვის "ჯეკპოტი" და ამ განცხადებით ამხილა რეჟიმი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და ერთ-ერთი ჟურნალისტის საუბარს ეხებოდა.

უგულავას თქმით, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება უსმენს ჟურნალისტებს.

"ის, რომ მთავრობა უსმენს ყველა ყველა ოპოზიციურ ძალას, ეს ყველამ ვიცოდით, მაგრამ ამ წინასაარჩევნოდ სულ ვფიქრობდი ვინ მოხსნიდა "ჯეკპოტს". გამართლადა მოლიდინი - სიბრიყვის "ჯეკპოტი" მოხსნა კობახიძემ.

ამხელა თანამდებობის ფილარმონია კაცმა პრაქტიკულად აღიარა, რომ უსმენენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და მერე ურცხვად ეს გამოაქვთ და რაღაცა თეორიებს თხზავენ გამოგონილი რევოლუციებისა და არეულობების შესახებ.

ამაზე კომენტარიც უკვე შეუძლებელია გააკეთო, სიბრიყვის და შიშის ისეთი ნაზავია, რომ უკვე ყველაფერზე მიდიან, ასეთ რამეზეც კი, რომელიც წესით, იურისტ კობახიძეს,
ბევრი რეგალიები რომ აქვს, უნდა იცოდეს, ასეთი განცხადება წინ დახვდება. მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს და ეტყობა, რომ ასეც არის.

ნუ ეშინია!- შემიძლია ეს ვუთხრა, ყოველი ჩვენება მიცემული საკუთარი თავის წინააღმდეგ შეიძლება ანულირებილი იყოს მერე სამართლიან სასამართლოში, რადგან ადამიანი არ არის ვალდებული საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, მაგრამ რეჟიმის მხილებისთვის მშვენიერი რამ გამოვიდა, უნდა ვაღიაროთ", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების დღეს პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას გეგმავს.

"დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები - "მთავარი არხი" და "ტვ პირველი". მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი "ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და "ნაცმოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ,, "აპირებენ ხმაურს და არეულობას", რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს", - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი'

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები