თავისუფლების მოედანზე "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" ორგანიზებით შემაჯამებელი აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

თავისუფლების მოედანზე "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" ორგანიზებით შემაჯამებელი აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებისა და აქციის მონაწილეებისთვის მოედანზე სკამები მათი დისტანცირების მიზნით განათავსეს. აქციაზე მისულები თერმოსკრინინგს გადიან, მათ პირბადეებსაც ურიგებენ და მათი გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ მხარდამჭერები რეგიონებიდან.

მოგვიანებით, აქციაზე მისულ მოსახლეობას „გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერები სიტყვით მიმართავენ.

"ინტერპრესნიუსი"