"თქვენ ხართ პატრიოტები, მაგრები, ბევრნი ხართ, ქართული სისხლი გიჩქეფთ ძარღვებში, რომელსაც ვერ დააშრობს ოლიგარქატი"
"თქვენ ხართ პატრიოტები, მაგრები, ბევრნი ხართ, ქართული სისხლი გიჩქეფთ ძარღვებში, რომელსაც ვერ დააშრობს ოლიგარქატი"
თქვენ ხართ პატრიოტები, მაგრები, ბევრნი ხართ, ქართული სისხლი გიჩქეფთ ძარღვებში, რომელსაც ვერ დააშრობს ოლიგარქატი, - ამის შესახებ"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მხარდამჭერებს მიმართა, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა ერის მთავარ ქცევად და ხასიათად იქცა.

"თავისუფლება გარდაუვალობაა, თავისუფლება ჩვენი ბედისწერაა, ჩვენი ხვედრია, ეს ის სახელია, ის თავისუფლებაა, რომელიც წინაპრის ანდერძის სახელს ატარებს. დღეს, ჩვენი სამოქმედო პროგრამა, მომავალი თაობების წინაშე აღებული ვალდებულებაა თავისუფლება, თავისუფლება და
მხოლოდ თავისუფლება.

შეუძლებელია, იმ ერის დამარცხება და იმ ერისთვის თავისუფლების წართმევა, რომლისთვისაც თაობებს უბრძოლია. ვერასოდეს ვერავის დაუმარცხებია და თქვენ ხართ იმ ჩვენი გმირი წინაპრების მემკვიდრეები. ვერ დაგვამ
არცხა ვერავინ, რა მოსატანია იმ მტრებთან შედარებით ადამიანი, რომელსაც ახლა ჩვენი ხმა ესმის. იმის სახელის და გვარის ხსენებაც კი არ შეიძლება. ვერა ბატონებო, ვერა ახალგაზრდებო, ჩვენ ამ ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას განვიმტკიცებთ. რამ შეგვკრიბა აქ, რისკენ მივისწრაფვით. რა გვინდა? ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ თავისუფალ, მდიდარ ბედნიერ საქართველოში, სადაც ჩვენს შვილებს მხოლოდ და მხოლოდ ექნებათ შესაძლებლობა, რომ იფიქრონ ხვალინდელ დღეზე, მომავალზე, რომ ხვალინდელი დღის გათენების არ შეეშინდებათ სიკვდილისა თუ შიმშილის შიშით. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენს მშობლებს ექნებათ ღირსეული უფლება, იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც ათწლეულები ცხოვრობენ. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ბებიები და ბაბუები მომღიმარები იქნებიან. ჩვენ ვიცხოვრებთ იმიტომ, რომ თქვენ ხართ პატრიოტები, მაგრები, ბევრნი ხართ, ქართული სისხლი გიჩქეფთ ძარღვებში, რომელსაც ვერ დააშრობს ოლიგარქატი ",- განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, 31 ოქტომბერი თავისუფლების განმტკიცებისთვის გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები