"8 წელიწადი, თითქმის 3 ათასი დღე, 70 ათასი საათი ვითმინეთ საქართველოში ახლად დაწესებული ბატონყმობა" - კვირის პალიტრა

"8 წელიწადი, თითქმის 3 ათასი დღე, 70 ათასი საათი ვითმინეთ საქართველოში ახლად დაწესებული ბატონყმობა"

გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს მიდის ამ არჩევნებზე გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას არჩევნებზე ქართველი ხალხის რისხვა და მორალური გაკიცხვა დაატყდება თავს.

"8 წელიწადი, თითქმის 3 ათასი დღე, 70 ათასი საათი ვითმინეთ საქართველოში ახლად დაწესებული ბატონყმობა. ხომ ამოგივიდათ ყელში? 31 ოქტომბერს ხომ გადავაგდებთ ამ ბატონყმობას? ხომ დავუბრუნებთ საქართველოს მომავალს, ჩვენს შვილებს პერსპექტივას, ნორმალურ სკოლებს, ჯანდაცვას, მედიცინას, იმ პატივისცემას, რომელიც ჩვენს სამშობლოს ჰქონდა და რომელიც ასე უაზროდ გაფლანგა ამ ვითომ ხელისუფლებამ. ერთი თხოვნა მაქვს, გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს მიდის ამ არჩევნებზე გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით",-განაცხადა ვაშაძემ.

მან ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა.

"იმას, ვინც ჩვენ სამშობლოს 8 წელი სისხლი წოვა, ვის უძირო ჯიბეებშიც დაილექა ბიუჯეტის ფული, ვინც ჩვენს შვილებს მომავალი მოპარა, იმათ ქართველი ხალხის რისხვა და მორალური გაკიცხვა დაატყდებათ თავზე", - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"