"ჩემი ამოცანა არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, საერთოდ არ მაინტერესებს არც ერთი კაბინეტი"
"ჩემი ამოცანა არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, საერთოდ არ მაინტერესებს არც ერთი კაბინეტი"
მინდა ვუთხრა ივანიშვილს, გადმოიხედე ზემოდან და კარგად შეხედე ამ ხალხს, არ წაგიცდეს ხელი გაყალბებაზე, რადგან გაყალბებაზე პასუხი იქნება ძალიან მკაცრი , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიმართვისას განაცხადა.

მან ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გააფრთხილა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, პასუხს პირადად და ძალიან მკაცრად გასცემს.

„პასუხი არ იქნება უკან დახევა და დაჩმორება. გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ძალიან სწრაფად ხელში
აღება. პირადად, პასუხი გაგეცემა ძალიან მკაცრად“, - მიმართა სააკაშვილმა ივანიშვილს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას წმინდა გიორგი „უმაგრებს ზურგს“.

„რამდენიმე საათი გვაშორებს გამარჯვებას. წყნარად გადაიბარეთ ხელისუფლება, შემდეგ გადავაბაროთ ხელისუფლება ქართველების ახალ თაობას, რომელიც თავისუფლებაში დაიბადა. მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყანა საუკეთესო მომავალს იმსახურებს. წმინდა გიორგი,
რომელიც მიმაგრებს ზურგს, წმინდა გიორგი, რომელიც დაგყურებთ ზემოდან, თქვენ დაგყურებთ ერთი მხრივ შეშინებული და დამფრთხალი ივანიშვილი და მეორე მხრივ, წმინდა გიორგი. ჩვენი გზა აღარ არის ივანიშვილის გზა “, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის თანამდებობისთვის არ იბრძვის.

„ჩემი ამოცანა არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, საერთოდ არ მაინტერესებს არც ერთი კაბინეტი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

Lev trotsky
30 ოქტომბერი 2020 13:32
Raga lenini 1917 shi da raga es 2020 shi )))
Zalaufleba halhs, fabrika qarhnebi mushebs, mica glehebs ha ha ha.,.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები