"არასდროს დაბრუნდება "სავეცკაია გრუზია", ჩვენ ამას არ დავუშვებთ - კახი კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა
29-10-2020
"არასდროს დაბრუნდება "სავეცკაია გრუზია", ჩვენ ამას არ დავუშვებთ - კახი კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა
არასდროს დაბრუნდება "სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპონენტებმა არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს.

"დღეს ჩვენმა ოპონენტებმა გამართეს აქცია. ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ და საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში
ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ისე როგორც არასდროს დაბრუნდება "სავეცკაია გრუზია“. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ,"- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ" შემაჯამებელი აქცია გამართა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ სიმღერა "თბილისო" შეასრულა, ნაწილობრივ
რუსულ ენაზე.

მოგვიანებით ბუბა კიკაბიძემ აღნიშნულზე განმარტება გააკეთა.

"ჩემ ცხოვრებაში ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, ამდენი ხალხი როა. ზარებმა დარეკეს, ბუბამ რატომ იმღერა ორი კუპლეტი "თბილისო" რუსულადო. ვუთხარი, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ ჩვენ",- აღნიშნა კიკაბიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ანი
30 ოქტომბერი 2020 11:11
კარლო მაგ იმედით იყავი. შარშანდელი თოვლივით გაქრებით როგორცკი წააგებთ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თვის კითხვადი სტატიები