"ბუბა კიკაბიძეს ეს ეპატიება...მეც გამიკვირდა..თმებიც ყალყზე დამიდგა" - კვირის პალიტრა

"ბუბა კიკაბიძეს ეს ეპატიება...მეც გამიკვირდა..თმებიც ყალყზე დამიდგა"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "ძალა ერთობაშია"-ს გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე "თბილისო"-ს რუსული ვერსიის სიმღერის დროს, ფონოგრამა შეეშალა.

"ფონოგრამა შეეშალა. ბატონმა ბუბაბამაც ინერვიულა, აშკარად არ იყო ასე დაგეგმილი, აღიარა ადამიანმა. ბუბა კიკაბიძეს ათი ათასჯერ უმღერია, ეს სიმღერა. ბუბა კიკაბიძეს ეს ეპატიება, ბევრჯერ გაუხარებია მილიონობით ადამიანი..."სცენასთან ვიდექი და მეც გამიკვირდა... თმებიც ყალყზე დამიდგა" - ხუმრობით დასძინა ნიკა მელიამ.