პრემიერი ხმის მიცემამდე, მეუღლესთან ერთად, რიგში იდგა (ფოტო-ვიდეო) - კვირის პალიტრა

პრემიერი ხმის მიცემამდე, მეუღლესთან ერთად, რიგში იდგა (ფოტო-ვიდეო)

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. ის ხმას თბილისში, 42-ე საარჩევნო უბანზე მისცემს ხმას. იმის გამო, რომ ადგილზე ამომრჩევლების დიდი ნაწილი იმყოფება, გიორგი გახარიას რიგში დგომა მოუწია.

ხმის მიცემის შემდეგ კი ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ ქვეყანას. სახელმწიფოს, ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი ვიდრე არის დღეს. რა თქმა უნდა, ვერავის ვერ წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო