"ყო­ველ­თვის ვა­ტა­რებ ია­რაღს" - რას ამბობს დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე - კვირის პალიტრა

"ყო­ველ­თვის ვა­ტა­რებ ია­რაღს" - რას ამბობს დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტო, სავარაუდოდ, გადაიღეს ბოლნისის რაიონის, სოფელი ტალავერში, ერთ-ერთ სააარჩევნო უბანთან, თუმცა შაშკინი ამას უარყოფს.

ამბები.გე მას კომენტარისთვის დაუკავშირდა.

დიმიტრი შაშკინი:

- მე მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად მინიჭებული უფლება ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა- ტარების. ყოველთვის ვატარებ იარაღს, ეს არის ჩემი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მე მივედი საარჩევნო უბანზე შეიარაღებული, ეს არის ფეიკი, მე არ მაქვს უფლება, რომ მივიდე საარჩევნო უბანში, რადგან ვარ კანდიდატი. აქედან გამომდინარე, არ მაქვს უფლება ვიყო საარჩევნო უბანზე. საშვიც არ მაქვს. ის ფოტო, რაც გავრცელდა, არის გადაღებული ჩემს ოფისთან, მაშინ, როდესაც მე ვჯდებოდი მანქანაში. მე როგორ დავჯდები მანქანაში, ეს ჩემი პირადი საქმეა. გაგრძელება