"კობახიძე არის ყველაზე სამარცხვინო სამარცხვინოთა შორის, მისი სისულელეები დამთავრდება "ქართულ ოცნებასთან" ერთად" - კვირის პალიტრა

"კობახიძე არის ყველაზე სამარცხვინო სამარცხვინოთა შორის, მისი სისულელეები დამთავრდება "ქართულ ოცნებასთან" ერთად"

კობახიძე არის ყველაზე სამარცხვინო სამარცხვინოთა შორის. მასზე სერიოზული განცხადება არასერიოზულობის ნიშანი იქნება, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიგი უგულავამ. მისივე განცხადებით, შს სამინისტრო რეაგირებას სიბრიყვეზე აკეთებს.

"რაც შეეხება იმ უმწიფარი ღლაპის განცხადებას. მე სერიოზულად არ აღვიქვამ. კობახიძე არის ყველაზე სამარცხვინო სამარცხვინოთა შორის. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ასეთ სიბრიყვებზე რეაგირებას ახდენს, დროს ხარჯავს, ენერგიას ხარჯავს, ფულს ხარჯავს, მაგრამ როდესაც რეალურ კრიმინალზე მიდგება საქმე, ჩვენ ვხედავთ სრულიად ჩაფლავებულ მთავრობას კრიმინალთან ბრძოლაში. ამიტომ არ მიკვირს, რომ ყველა არჩევნების წინ ხედავთ ათასგვარი სისულელის გამოგონებას, ეს სისულელეები დამთავრდება "ქართულ ოცნებასთან" ერთად", - განაცხადა გიგი უგულავამ.